Skip to content
Peter Saunders

საწარმოო ინციდენტის მოკვლევის ბრიტანული პრაქტიკა (მობილური ხარაჩო და ფატალური ინციდენტი)

ჟურნალი IOSH ესაუბრა სტივენ ჰარტლის – შენობების უსაფრთხოებისა და მშენებლობის მთავარ ინსპექტორს, ჯანმრთელობისა და შრომის უსაფრთხოების აღმასრულებელ დირექტორს (HSE – ბრიტანეთი)

ჯარიმა იყო ოთხწლიანი გამოძიებისა და სასამართლო პროცესის კულმინაცია. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ 16,000 ბრიტანული ფუნტი შესაძლოა, საკმაოდ მცირე ჯარიმად გამოიყურებოდეს სამუშაოზე ფატალური შემთხვევის შემდეგ, ეს კონკრეტული ინციდენტი გაცილებით რთული იყო თავისი შინაარსით და სპეციფიკით, ვიდრე მხოლოდ სათაურიდან ჩანს  „სიმაღლიდან ვარდნა’’ – ფატალური შემთხვევა.

მობილური ხარაჩო

თავდაპირველი ინციდენტი მოხდა 2017 წლის 15 სექტემბერს, როდესაც Peter Saunders Builders-ის თანამშრომლები ცდილობდნენ ლითონის ძელის გასწორებას, რომელიც მიდიოდა სტანდარტული სიმაღლის კარის საფარის თავზე. მამაკაცი, რომელიც მოგვიანებით გარდაიცვალა, იყენებდა დაბალდონიან მობილურ ხარაჩოს, რომლის პლატფორმა იყო განთავსებული რამდენიმე საფეხურით, დაახლოებით 150-160 სმ მანძილზე ზედაპირის დონიდან  და იყენებდა ხელსაწყოს (ძალაყინი) ლითონის ძელზე მანევრირების მიზნით – თქვა სტეფანემ (HSE – Inspector).

ეს არ იყო რთული სამუშაო, მაგრამ, სამწუხაროდ, შონმა ხარაჩოს კოშკის თავზე მკლავი გამოსდო და ეს კი საკმარისი აღმოჩნდა, რომ ბალანსი დაეკარგა. მობილურ ხარაჩოს მხოლოდ ერთი დამცავი მოაჯირი ჰქონდა, ამიტომ მეორე დამცავი მოაჯირის არარსებობის გამო ის  მიწაზე დაეცა. შემდეგ იგი გადაიყვანეს შესაბამის ჰოსპიტალში.

ეს ინციდენტი მალევე შემოვიდა შრომის ინსპექციაში (ბრიტანეთი), თუმცა განსაკუთრებული ყურადღება ვერ მიექცა გამომდინარე იქიდან, რომ თავდაპირველად ჩანდა მსუბუქი ინციდენტის ელფერი, სადაც მრავლობითი მოტეხილობები არ იყო. თუმცა რამდენიმე თვის შემდეგ ეს ინციდენტი კვლავ მოექცა ჩვენი ყურადღების ქვეშ.

სიტუაციის განვითარება

შონი საავადმყოფოში ექვსი კვირა დარჩა და 27 ოქტომბერს გამოწერეს სახლში. სამწუხაროდ, იგი ხელახლა გადაიყვანეს საავადმყოფოში მუცლის ტკივილით და ინფექციით მომდევნო თვეში, 27 ნოემბერს, რა დროსაც განუვითარდა სისხლის შედედება, რამაც საბოლოოდ მისი სიკვდილი გამოიწვია.

ჩვენ გადავამოწმეთ და დავუკავშირდით სასამართლო ექსპერტიზას, რომელმაც შონის სიკვდილი დაადასტურა შესაბამისი გამომწვევი მიზეზების და დაზიანებების კვალდაკვალ. სწორედ ამ მომენტიდან ჩვენ დავიწყეთ ინციდენტის სიღრმისეული მოკვლევა.

თუმცა, სისხლის სამართლებრივი დევნის გადაწყვეტილებას საკმაოდ დიდი დრო დასჭირდა და მხოლოდ 2020 წლის ოქტომბერში დადგა განაჩენი. გასათვალისწინებელია, რომ თავდაპირველათ ვერ იკვეთებოდა მიზეზი, ნამდვილად იყო თუ არა სიკვდილის გამომწვევი მიზეზი ხარაჩოდან ვარდნა.

„დაღუპულ ჯენტლმენს ჰქონდა წინა სამუშაოდან მიყენებული ტრამვა, რამაც დააზიანა მუცლის კუნთები და ღვიძლი, ამიტომ განმეორებითი დაცემის შედეგად წარმოქმნილმა შინაგანმა დაზიანებებმა მასზე მეტად იმოქმედა. მოკვლევა მყისიერად დავიწყეთ – თუმცა პანდემიის გამო მასიურად გადაგვედო პროცესები, საბოლოოდ  მივედით იქამდე, რომ გვქონდა მკაფიო კავშირი დაცემას, დაზიანებას და სიკვდილს შორის და ჩვენ შევძელით გადაწყვეტილების მიღება.

ბრალდება

HSE-ის გამოძიებამ დაასკვნა, რომ Peter Saunders Builders-ს არ ჰქონდა სწორად შერჩეული  აღჭურვილობა და მოწყობილობები, ან თუ გააკეთეს, მათ არ გამოიყენეს იგი სწორად.

მათ მობილური ხარაჩო განალაგეს შენობის კარის თავის დონეზე, შესაბამისად კარის ღიობის სიმაღლეზე მოხდა ხარაჩოს მორგება, ამიტომაც ვერ მოხერხდა დამცავი მეორე ძელის განთავსება  ანუ დამცავი მოაჯირს ჰქონდა მხოლოდ ერთი ძელი. მოკვლევამ აჩვენა რომ, მსგავს მობილურ ხარაჩოს გააჩნია საშუალება, რომ პლატფორმა მოთავსებულიყო უფრო დაბალ დონეზე (დაწეულიყო ქვევით, თვითრეგულირებადი მექანიზმით) და მომხდარიყო ორძელიანი მოაჯირების მოწყობა.

ვინაიდან შონის სიკვდილში კომპანიის მხრიდან გარკვეული დევიაციები გამოიკვეთა, მას დაეკისრა თავდაპირველი ჯარიმა 30 000 ბრიტანული ფუნტის ოდენობით, თუმცა მცირე ოჯახური კომპანიის და მათი პრე და პოსტ ინციდენტის პერიოდში სერიოზული დამოკიდებულების გამო, შესაძლებელი გახდა ჯარიმის შემცირება.

კომპანიის ხელმძღვანელებმა ეს ფაქტი ძალიან ტრაგიკულად მიიღეს და გარდაცვლილი პირის სტატუსი მოიხსენიეს, როგორც მათი ,,ოჯახის საუკეთესო მეგობარი’’.

ჯარიმის შემცირება ძირითადად განაპირობა შემდეგმა ფაქტორებმა: კომპანია Peter Saunders Builders-ის 25 წლიანი ოპერირების მანძილზე მას არ ჰქონია სერიოზული ინციდენტი, მოწესრიგებული ჰქონდა ყველა კანონის შესაბამისი მოთხოვნა შრომის უსაფრთხოების კუთხით და სრულად აწარმოებდა ყველა აუცილებელ ღონისძიებებს რისკების შემცირების მიზნით, ასევე სასწავლო პროგარმებით და შრომის უსაფრთხოების მართვის სისტემების უზრუნველყოფის მიზნით. კომპანიის ხელმძღვანელობამ სრულად და დაუფარავად ითანამშრომლა გამოძიებასთან, განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ სასამართლოს პირველსავე სხდომაზე მათ აღიარეს ბრალი, რამაც მყისიერად გამოიწვია ჯარიმის 1/3 -ით შემცირება.

 

რა ვისწავლეთ ამ ინციდენტისგან

არ აქვს მნიშვნელობა თუ რა სიმაღლეებზე მუშაობენ ადამიანები, დაბალი სიმაღლიდან ვარდნასაც შეუძლია მოჰყვეს ადამიანის დღუპვა. მობილური ხარაჩოების გამოყენებისას გათვალისწინებული უნდა იყოს მისი სწორად გამოყენების წესები და ტექნიკა. მომუშავეებმა არ უნდა მოახდინონ ხარაჩოების თვითნებული მორგება სხვადასხვა სტრუქტურებზე ხარაჩოს დეტალების მოკლებით, რადგან კონკრეტულ ხარაჩოებს გააჩნიათ კონკრეტული გამოყენების წესები და განკუთვნილია კონკრეტული სამუშაოებისთვის. ზედამხედველი პირის როლი კრიტიკულად მნიშვნელოვანია მსგავს სამუშაოების წარმოებისას.

საფკო-ს შეფასება

გვინდა ყურადღება გავამახვილოთ, ბრიტანული მარეგულირებლის (შრომის ინსპექციის), საგამომძიებლო სტრუქტურებისა და სასამართლო სისტემის დამოკიდებულებაზე კონკრეტული ინციდენტის მიმართ. ცალსახად აღნიშნულია, თუ რამხელა ყურადღება ექცევა კომპანიების ისტორიას და მათ მონაცემებს შრომის უსაფრთხოების კუთხით, როგორ ითვალისწინებენ კომპანიების გასული პერიოდის სტატისტიკურ მონაცემებს, უსაფრთხო კულტურის დანერგვის მექანიზმების არსებობას, სასწავლო პროგრამების ინტეგრირებას. როგორი სიფრთხილით აფასებენ კომპანიების ზომას და შემოსავლებს. ცალკე აღსანიშნავია, რომ თავად ბიზნესის ჩართულობა, რამდენად დაუფარავად თანამშრომლობს მომკვლევ სტრუქტურებთან და რამდენად პასუხისმგებლიანად ეკიდება ინციდენტის შედეგებს.

სწორედ ასეთმა ფრთხილმა და პრაგმატულმა მიდგომებმა განაპირობა ბრიტანეთში შრომის კულტურის დანერგვისკენ ბიზნესის წახალისება, ამიტომაც ბიზნესი უპირობოდ არის დაინტერესებული შრომის უსაფრთხოების სისტემების დანერგვასა და განვითარებაში.

P.S. – გარდა სასამართლო ჯარიმისა, კომპანიას ეკისრება დაზარალებულისთვის კომპენსაციის გადახდა, რომელიც ცალკე კვლევის და კალკულაციის საგანია.

 

SafCo გისურვებთ ჯანმრთელობას და უსაფრთხოებას!

 

წყარო: https://www.ioshmagazine.com/2022/02/01/mobile-tower-fall-death-background-tragedy?utm_source=bibblio

მსგავსი პოსტები

მიკროკლიმატის გაზომვები სამუშაო სივრცეში – დამატებითი ხარჯი ბიზნესისთვის, თუ ინვესტიცია?

სამუშაო სივრცეში გარემო-მახასიათებლების მაჩვენებლების ინსპექტირებას მნიშვნელოვანი როლი ეკისრება დასაქმებულთა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად. საწარმოო მიკროკლიმატი მოიცავს შემდეგი ფიზიკური პარამეტრების ერთობლიობას – ტემპერატურა, ტენიანობა, განათება, ჰაერის

NEBOSH სერთიფიკატის გავლენა შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის სფეროში

შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის სფეროში წამყვან კვალიფიკაციებს შორის, NEBOSH სერტიფიკატი პირველ ადგილს იკავებს. როგორც შრომის უსაფრთხოების ტრენინგ კომპანია, ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ  შესაძლებლობა გვაქვს

პრაქტიკული საევაკუაციო სწავლება ორგანიზაციებში

საევაკუაციო სწავლება არის იმიტირებული საგანგებო სიტუაცია, დაგეგმილი სცენარით. ამ ტიპის სწავლების დროს ხდება პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება დასაქმებულთათვის. საევაკუაციო სწავლებების ჩატარება რამდენიმე მიზეზის გამო არის მნიშვნელოვანი

მოგვწერეთ კითხვა

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

რეგისტრაცია

ტრენგიგზე რეგისტრაციისთვის ამოირჩეთ სასურველი სამართლებრივი პირი