Skip to content
ILO and IOSH

რა როლს ითამაშებს IOSH -სა და ILO -ს გაერთიანება გლობალურ ჯანმრთელობასა და შრომის უსაფრთხოებაზე?

,,მიუხედავად იმისა, თუ მსოფლიოს რომელ ტერიტორიაზე ცხოვრობთ, – თქვენ გაქვთ უფლება სამსახურიდან სახლში დაბრუნდეთ უსაფრთხო და ჯანმრთელი!’’

 

არცთუ ისე დიდი ხნის წინ, 2021 წლის 15 ოქტომბერს, IOSH (ბრიტანეთის პროფესიული ჯანმრთელობისა და შრომის უსაფრთხოების ინსტიტუტი) და ILO (შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში გაერთიანდნენ.

მემორანდუმის ხელმოწერამდე, ILO-სა და IOSH-ს შორის თანამშრომლობა ძირითადად კონკრეტული პროექტების დონეზე მიმდინაროებდა, რა თქმა უნდა, საერთო ინტერესებისა და გლობალური გამოწვევების გათვალისწინებით. IOSH არის შრომის უსაფრთხოების გლობალური კოალიციის აქტიური წევრი, სადაც ILO მოქმედებს როგორც თავმჯდომარე და აღმასრულებელი. წლების განმავლობაში, IOSH ასევე, მონაწილეობდა ILO-ს მრავალ ღონისძიებაში, მათ შორის Vision Zero Fund-ის (VZF) საინაუგურაციო მაღალი დონის ფორუმზე და ბოლოს XXII მსოფლიო კონგრესის სხვადასხვა სესიებზე, სამუშაოზე უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ. ხანგრძლივი და ნაყოფიერი ურთიერთობების შემდეგ, მხარეებმა გადაწყვიტეს მათი ურთიერთობებისთვის უფრო ღრმა და ფორმალური სახე მიეცათ. ILO-სა და IOSH-ის ურთიერთთანამშრომლობის მიზანია, შრომის უსაფრთხოების კუთხით განხორციელებული ერთობლივი მუშაობა უფრო მოქნილი და ნაყოფიერი გახდეს მსოფლიოს მასშტაბით.

შრომის უსაფრთხოების საერთაშორისო  სისტემა (OSH) საკმაოდ კომპლექსური და  რთულია, სამუშაო ადგილის ინციდენტების/ზიანი/ზარალი შემცირების მიზნით, ნამდვილად უნდა ავაშენოთ ისეთი სტრუქტურა, სადაც მთავრობები, მარეგულირებლები, დამკვეთები, ინვესტორები, დამსაქმებლები და დასაქმებულები საერთო მიზნით გაერთიანდებიან.

რა სარგებელი აქვს ILO-ს ამ შეთანხმებიდან?

ILO ახორციელებს საქმიანობას მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. თუმცა, ILO-ს სპეციალისტებს ყოველთვის არ აქვთ ყველა აქტივობის დამოუკიდებლად განხორციელების ტექნიკური შესაძლებლობები და რესურსები. ისინი ზოგჯერ საჭიროებენ გამოიყენონ გარე (მოწვეული) ექსპერტები. შეიძლება მოთხოვნა გაჩნდეს საკითხების გარე ექსპერტიზასთან დაკავშირებით, როგორიცაა მანქანა-დანადგარების უსაფრთხოება, ქიმიური ნივთიერებების მართვა, ბიოლოგიური საფრთხეები, შენობებისა და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების მიმართულებით და სხვა. საჭირო დახმარების ტიპი ხშირად მოიცავს რისკის შეფასებაში მონაწილეობას, ეროვნული ინსტრუმენტების შემუშავებაში ტექნიკური ინფორმაციის მიწოდებას და სპეციალიზებული ტრენინგის ჩატარებას.

იმ ქვეყნებში, რომლებშიც შსო/ILO მუშაობს, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა შრომის უსაფრთხოების პროფესიონალებისა და ექსპერტიზის ნაკლებობა.

IOSH-ს, როგორც შრომის უსაფრთხოების პროფესიონალების წამყვან საწევრო ორგანიზაციას, შეუძლია გააძლიეროს შსო/ILO-ს მუშაობა სხვადასხვა ქვეყნების დონეზე, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც სუსტი ეროვნული ინსტიტუტები, დეფიციტური სამართლებრივი და პროცედურული ჩარჩოები და პრევენციის კულტურის არარსებობაა. ერთ-ერთი გამოწვევა ბევრ ქვეყანაში, სადაც შსო/ILO აქტიურია, არის შრომის უსაფრთხოების პროფესიონალებისა და ექსპერტიზის ნაკლებობა. შეთანხმების თანახმად, შსო/ILO-ს ექნება შესაძლებლობა გამოიყენოს IOSH პროფესიონალთა ქსელი, რათა შეასრულოს თავისი მანდატი, რომელიც მოიცავს შრომის უსაფრთხოების კუთხით ტექნიკური დახმარებისა და სხადასხვა თემატიკის სატრენინგო სწავლების უზრუნველყოფას. IOSH-ი უდიდეს დახმარებას გაუწევს მსოფლიო დონეზე შრომის კულტურის განვითარებასა და დახვეწას.

ILO-სა და IOSH-ის სამომავლო პროექტები

მემორანდუმის ხელშეკრულება ითვალისწინებს ILO-სა და IOSH-ის კონკრეტულ ერთობლივ აქტივობებს სამი ძირითადი მიმართულებით:

  • ტექნიკური დახმარების გაწევა, ტრენინგების სხვადასხვა დონეზე წარმოება და ერთობლივ მისიებში მონაწილეობა
  • ერთობლივ კვლევით საქმიანობაში მონაწილეობა
  • ერთობლივ ღონისძიებებში მონაწილეობა.

ლობალური სარგებელი

ILO-სა და IOSH-ის თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ჯანმრთელობის დაცვისა და შრომის უსაფრთხოების კულტურის გაუმჯობესებას გლობალურ დონეზე. ის ასევე, დაეხმარება შსო/ILO-ს უკეთ უპასუხოს მის მიერ მიღებულ უამრავ მოთხოვნას, მათ შორის, შრომის უსაფრთხოების მართვას სამუშაო ადგილზე; საფრთხის იდენტიფიკაციისა და რისკის შეფასების საკითხებში სახელმწიფო მოხელეების, პროფკავშირებისა და დამსაქმებლების მომზადებას; და კონკრეტული რისკის ფაქტორების განხილვას, სადაც ეროვნული ექსპერტიზა ხშირად არ არის ხელმისაწვდომი.

საბოლოო ჯამში, ეს თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ადამიანების ცხოვრებისა და ბიზნესის პროდუქტიულობის გაუმჯობესებას და სოციალური დაცვის სისტემების ხარჯების შემსუბუქებას. ILO-სა და IOSH-ის ფორმალური ურთიერთობა ნიშნავს, უფრო ძლიერ სამუშაო გეგმას  და ნაბიჯებს უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოს შესაქმნელად.

 

SafCo, როგორც IOSH-ის პარტნიორი საქართველოში

IOSH-ის და ILO-ს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება არის უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯი გლობალურ დონეზე. გვჯერა, რომ ეს გაერთიანება და საერთო პროექტების განხორციელება, შრომის უსაფრთხოების კულტურის განვითარების კუთხით დიდ შედეგს მოიტანს როგორც მსოფლიო დონეზე, ასევე საქართველოსთვის.

IOSH-ი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და გავლენიანი ჯანმრთელობის დაცვისა და შრომის უსაფრთხოების ტრენინგების საერთაშორისო ორგანიზაციაა. ის მსოფლიო ბაზრის ლიდერია და ყოველწლიურად 179000-ზე მეტ ადამიანს ატრენინგებს ამ სფეროში.

SafCo 2018 წლიდან წარმოადგენს IOSH-ის პროვაიდერს საქართველოში.

გვახარებს, რომ წილად გვხვდა პატივი მოგვეპოვებინა IOSH-ის ლიცენზია და ჩაგვეტარებინა ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და მოთხოვნადი საერთაშორისო კურსები ქართველი მსმენელებისთვის (ქართულ ენაზე) და გაგვეცა საერთაშორისო სერტიფიცირება საქართველოში.

აღსანიშნავია, რომ IOSH-ის კურსების წარმოება მთელს მსოფლიოში მხოლოდ 6 ენაზე მიმდინარეობს, საბედნიეროდ, ერთ-ერთი არის სწორედ ქართული.

ამჟამად, SafCo -ს ტრენინგ-ცენტრში ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს შეუძლია გაიაროს შემდეგი საერთაშორისო კურსები და მოიპოვოს საერთაშორისო, უვადო სერთიფიკატი:  ,,IOSH  – მართე უსაფრთხოდ’’ და ,,IOSH – სამშენებლო მენეჯერებისთის’’.

IOSH-ი მსოფლიოს 130 ქვეყანაში აწარმოებს და ანვითარებს უსაფრთხო შრომის კულტურას. მემორანდუმის გაფორმებით ILO -მ ფაქტობრივად, მკვეთრი მხარდაჭერა და ნდობა გამოუცხადა IOSH-ს, მის სალექციო კურსებს და სემინარებს.

ცალკე აღსანიშნავია, მსოფლიოს უდიდესი კომპანიების პატივისცემა IOSH-ის სერტიფიცირების მიმართ, ვინაიდან საერთაშორისო კურსებისთვის უპირატესობის მინიჭება მათი საკადრო პოლიტიკის განუყოფელი ნაწილია.

 

წყარო: https://www.ioshmagazine.com/2022/01/04/iosh-and-ilo-stronger-together

მსგავსი პოსტები

მიკროკლიმატის გაზომვები სამუშაო სივრცეში – დამატებითი ხარჯი ბიზნესისთვის, თუ ინვესტიცია?

სამუშაო სივრცეში გარემო-მახასიათებლების მაჩვენებლების ინსპექტირებას მნიშვნელოვანი როლი ეკისრება დასაქმებულთა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად. საწარმოო მიკროკლიმატი მოიცავს შემდეგი ფიზიკური პარამეტრების ერთობლიობას – ტემპერატურა, ტენიანობა, განათება, ჰაერის

NEBOSH სერთიფიკატის გავლენა შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის სფეროში

შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის სფეროში წამყვან კვალიფიკაციებს შორის, NEBOSH სერტიფიკატი პირველ ადგილს იკავებს. როგორც შრომის უსაფრთხოების ტრენინგ კომპანია, ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ  შესაძლებლობა გვაქვს

პრაქტიკული საევაკუაციო სწავლება ორგანიზაციებში

საევაკუაციო სწავლება არის იმიტირებული საგანგებო სიტუაცია, დაგეგმილი სცენარით. ამ ტიპის სწავლების დროს ხდება პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება დასაქმებულთათვის. საევაკუაციო სწავლებების ჩატარება რამდენიმე მიზეზის გამო არის მნიშვნელოვანი

მოგვწერეთ კითხვა

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

რეგისტრაცია

ტრენგიგზე რეგისტრაციისთვის ამოირჩეთ სასურველი სამართლებრივი პირი