Skip to content
garemo-maxasiateblebis gazomvebi

მიკროკლიმატის გაზომვები სამუშაო სივრცეში – დამატებითი ხარჯი ბიზნესისთვის, თუ ინვესტიცია?

სამუშაო სივრცეში გარემო-მახასიათებლების მაჩვენებლების ინსპექტირებას მნიშვნელოვანი როლი ეკისრება დასაქმებულთა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად.

საწარმოო მიკროკლიმატი მოიცავს შემდეგი ფიზიკური პარამეტრების ერთობლიობას – ტემპერატურა, ტენიანობა, განათება, ჰაერის მოძრაობის სიჩქარე, მტვრის ნაწილაკების შემცველობა ჰაერში,  ხმაური და ვიბრაცია. მიკროკლიმატური პირობების ზემოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს მეტ-ნაკლებად სერიოზული შედეგები როგორც ადამიანის ჯანმრთელობაზე, ასევე მის შრომისუნარიანობაზე.

ტემპერატურა

კვლევებით დასტურდება, რომ ტემპერატურა სამუშაო სივრცეში მნიშვნელოვან გავლენას ახდენს თანამშრომელთა პროდუქტიულობასა და შესრულებული სამუშაოს ხარისხზე. დაბალი ტემპერატურა დაკავშირებულია მუშაობის შენელებასა და გაზრდილ შეცდომებთან, ხოლო მაღალი ტემპერატურა – პროდუქტიულობის დაბალ მაჩვენებელთან. იმისათვის, რომ შევქმნად მაქსიმალურად უსაფრთხო და კომფორტული გარემო დასაქმებულებისთვის, საჭიროა, ტემპერატურის გაზომვა და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი კონტროლის დაწესება.

ტენიანობა

ტენიანობა სამუშაო გარემოში სპეციფიკურ ფაქტორს წარმოადგენს. თუ ორგანიზაციაში აღნიშნული პარამეტრი ძალიან მაღალია, ეს გამოიწვევს დისკომფორტს (ჭარბი ოფლიანობა, მაღალი ტემპერატურის ეფექტის გამწვავება, “სიახლოვის” შეგრძნება და ა.შ.) და თუ ის ძალიან დაბალია, შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის პრობლემები. ტენიანობის ოპტიმალური დონეებია 40%-დან 60%-მდე – მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ისინი უნდა შენარჩუნდეს 30%-დან 70%-მდე.

განათება

სამუშაო სივრცეში ცუდმა განათებამ შეიძლება გამოიწვიოს თვალის დაძაბვა, დაღლილობა, თავის ტკივილი, სტრესი და უბედური შემთხვევებიც კი. მეორეს მხრივ, ჭარბი სინათლეც შეიძლება განვიხილოთ, როგორც საფრთხე.

განათების სათანადო დონე (ჩრდილების გარეშე), ამცირებს თვალის დაღლილობას და თავის ტკივილს. ის ასევე ამარტივებს ყველა სამუშაოს, ხილულს ხდის საფრთხეებს და შესაბამისად, ამცირებს უბედური შემთხვევისა და დაზიანებების შანსს. განათების გაზომვა სამუშაო სივრცეში შესაბამისი დაკალიბრებული მზომი ხელსაწყოს გამოყენებით უნდა განხორციელდეს.

ჰაერის ნაკადის სიჩქარე  

პრაქტიკაში ხშირად შეუძლებელია ჰაერის ნაკადის და ინტენსივობის დაბალ დონეზე შენარჩუნება კომფორტული სამუშაო გარემოს უზრუნველსაყოფად. ჰაერის ნაკადის გაზრდა ზრდის სხეულის გაგრილების ნაკადს და ამცირებს წარმოქმნილი ოფლის რაოდენობას.

ხმაური

ხმაურის გადაჭარბებული დონე სამუშაო სივრცეში საყურადღებო საფრთხეს წარმოადგენს. სმენის დაზიანების გარდა, ხმაურის გადაჭარბებული დონე, სხვა არაერთი პროფესიული დაავადების გავრცელების წინაპირობაც შეიძლება გახდეს.  მუდმივი და გადაჭარბებული ხმაურის ზემოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობის ისეთი პრობლემები, როგორიცაა:

  • თავის ტკივილი
  • ამაღლებული არტერიული წნევა
  • დაღლილობა
  • გაღიზიანებადობა
  • საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევები
  • მგრძნობელობის გაზრდა გაციებასა და სხვა მცირე ინფექციების მიმართ.

მნიშვნელოვანია, გარკვეული პერიოდულობით შემოწმდეს და გაანალიზდეს ხმაურის დონე ორგანიზაციაში. საჭიროების შემთხვევაში კი, დაწესდეს შესაბამისი კონტროლები.

ვიბრაცია

ვიბრაციის ზემოქმედებამ შეიძლება სერიოზული საფრთხე შეუქმნას დასაქმებულის ჯანმრთელობის მდგომარეობას, გამოიწვიოს სახსრებისა და კუნთების ტკივილი, სისხლის მიმოქცევის სისტემისა და ნერვული სისტემის დაზიანება.

დასაქმებულთათვის უსაფრთხო და ჯანსაღი გარემოს შესაქმნელად, უმნიშვნელოვანესია, გარკვეული პერიოდულობით ჩატარდეს ვიბრაციის გაზომვა შესაბამისი დაკალიბრებული ხელსაწყოს გამოყენებით და მოხდეს მისი ანალიზი.

გარდა მორალური მიდგომებისა, აღნიშნული საკითხი საქართველოს შრომის უსაფრთხოების კანონის მოთხოვნების შესაბამისადაც რეგულირდება: დამსაქმებელი და კომპანიის ხელმძღვანელობა ვალდებულია, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პერიოდულობთ შეამოწმოს, გაზომოს და შეაფასოს საწარმოო გარემოს ფიზიკური ფაქტორები, ასევე დაგეგმოს, დანერგოს და გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები რათა ზემოთ ხსენებულმა ფაქტორებმა საფრთხე არ შეუქმნას, როგორც დასაქმებულებს, ასევე სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას.

დამსაქმებელი ვალდებულია, უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო პირობების უზრუნველსაყოფად და სამუშაო ადგილზე უბედური შემთხვევების თავიდან ასაცილებლად, აწარმოოს სამუშაო ზონის ხარისხობრივი მონაცემების გაზომვა. აღნიშნული ფაქტორების გაზომვები ტარდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რომელიც არეგულირებს გაზომვის ტექნიკურ საკითხებს, გაზომვის დროს, გაზომვის პერიოდს, გაზომვის მახასიათებლებს და ა.შ.

წამყვანი საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, SafCo-ს შემუშავებული აქვს გაზომვების მეთოდოლოგია და პროცედურები, რომელიც შესაბამისობაშია როგორც ეროვნულ საკანონმდებლო მოთხოვნებთან, ასევე საერთაშორისოდ აღიარებულ ნორმებთან.

გაზომვების ჩატარებისას გამოიყენება მოწინავე ქვეყნების მიერ წარმოებული, დაკალიბრებული ხელსაწყოები და საზომი მოწყობილობები.

გაიგე მეტი ჩვენს გარემო მახასიათებლების მომსახურებასთან დაკავშირებით, მიჰყევი ბმულს.

 

მსგავსი პოსტები

NEBOSH სერთიფიკატის გავლენა შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის სფეროში

შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის სფეროში წამყვან კვალიფიკაციებს შორის, NEBOSH სერტიფიკატი პირველ ადგილს იკავებს. როგორც შრომის უსაფრთხოების ტრენინგ კომპანია, ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ  შესაძლებლობა გვაქვს

პრაქტიკული საევაკუაციო სწავლება ორგანიზაციებში

საევაკუაციო სწავლება არის იმიტირებული საგანგებო სიტუაცია, დაგეგმილი სცენარით. ამ ტიპის სწავლების დროს ხდება პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება დასაქმებულთათვის. საევაკუაციო სწავლებების ჩატარება რამდენიმე მიზეზის გამო არის მნიშვნელოვანი

რას გულისხმობს სამშენებლო და ინფრასტრუქტურული პროექტის მიღება/ჩაბარება

 (ექსპლოატაციაში მიღების პროცესი) საერთაშორისო პრაქტიკა და მიდგომები პრაქტიკაში, პროეტის მიღება/ჩაბარება არის ერთობლივი, ხარისხზე ორიენტირებული, სისტემატიური პროცესი, რომელიც ფოკუსირებულია იმის შემოწმებაზე და დოკუმენტირებაზე, რომ სამშენებლო თუ

მოგვწერეთ კითხვა

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

რეგისტრაცია

ტრენგიგზე რეგისტრაციისთვის ამოირჩეთ სასურველი სამართლებრივი პირი