შრომის უსაფრთხოების სპეციალისტებს, რომელთაც სერტიფიკატის მოქმედების 3 წლიანი ვადა ამოეწურათ, უნდა გავიდნენ რესერტიფიცირების გამოცდაზე. გამოცდა ტარდება სპეციალურ საგამოცდო ცენტრში და მოიცავს შრომის უსაფრთხოების ტესტებს, სიტუაციურ ამოცანებსა და კაზუსებს.
როგორ გავიხანგრძლივოთ შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის სერტიფიკატის მოქმედების ვადა?
შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის სერტიფიკატის ვადის გასაგრძელებლად საჭიროა:
- შრომის ინსპექციის სამსახურისთვის განცხადებით მიმართვა გამოცდაზე გასვლის ნებართვის მისაღებად.
- დაშვების წერილის მიღების შემდეგ საგამოცდო ცენტრთან დაკავშირება.
- შემდეგი დოკუმენტაციის გაგზავნა: შევსებული სარეგისტრაციო ფორმა, პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ინსპექციის სამსახურის ნებართვის წერილი და გამოცდის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
რესერტიფიცირების გამოცდა ტარდება ყოველ სამშაბათ დღეს. სრული პროგრამა იხილეთ ოფიციალურ ბრძანებაში.
შრომის უსაფრთხოების ტესტების ნიმუშები
გთავაზობთ შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის სასერთიფიკატო გამოცდის ტესტების ნიმუშებს:
მონიშნეთ 5 სწორი პასუხი. შრომის უსაფრთხოების მართვის სისტემა მოიცავს შემდეგ ელემენტებს:
- ორგანიზება
- შეფასება
- გაზომვა
- მიკროკლიმატის გაზომვა
- შესწავლა
- Policy
- დაგეგმვა და დანერგვა
- Trainings
- სრულყოფის ღონისძიებები (გადახედვა)
- ექსპერტების მოწვევა
- …
მონიშნეთ 1 სწორი პასუხი. სამუშაო ადგილზე უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული ნიშნების განთავსებისადმი
მინიმალური მოთხოვნების შესახებ ევროკავშირის 92/58/EEC დირექტივის შესაბამისად, ქვემოთ მოცემული
ხელებით შესრულებული კოდირებული სიგნალი ნიშნავს:
- შეჩერდი
- იმოძრავე წინ
- დაასრულე
- ტვირთი დაწიე
- …
მონიშნეთ 1 სწორი პასუხი. „სამუშაო სივრცეში ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენებისას უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის
დაცვასთან დაკავშირებული მინიმალური მოთხოვნების თაობაზე“ ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად, რა შემთხვევაში გამოიყენება თავის დამცავი საშუალება?- ისეთი საფრთხისგან დასაცავად, როგორიცაა პერფორაცია
- პროდუცენტებისგან თავის დასაცავად
- მიკრობიოლოგიური დაბინძურებისგან თავის დასაცავად
- ისეთი საფრთხისგან თავის დასაცავად, როგორიცაა პნევმოკინოზი
- …
მონიშნეთ 1 სწორი პასუხი. „ტვირთის ხელით აწევისას უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალური მოთხოვნების შესახებ“
ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად, რა სახის ინფორმაციას უნდა მოიცავდეს დასაქმებულთა და სამუშაო
სივრცეში მყოფი სხვა პირების ინფორმირებისათვის, მათი უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით
განკუთვნილი ინსტრუქციები?- ინფორმაციას ტვირთის გადაადგილების შესახებ
- მითითებებს ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებების შესახებ
- მითითებებს და ინფორმაციას ტვირთის წონის შესახებ
- ინფორმაციას ტვირთის დასაწყობებისთვის საჭირო ტემპერატურული რეჟიმის შესახებ
- …
მონიშნეთ 1 სწორი პასუხი. „სამუშაო სივრცეში რისკის შეფასების წესის“ შესაბამისად, რას გულისხმობს საფრთხის შემცირება?
- ყველა პასუხი სწორია
- საფრთხის აღმოფხვრის შესაძლებლობის პარალელურად, არსებული საფრთხის იზოლირებას მის წარმომქმნელ
პირველად წყაროში - საფრთხის მთლიანად აღმოფხვრის შეუძლებლობის შემთხვევაში, არსებული საფრთხის შემცირება მის
წარმომქმნელ პირველად წყაროში - საფრთხის აღმოფხვრის შეუძლებლობის შემთხვევაში, არსებული საფრთხის იზოლირებას მის წარმომქმნელ
წყაროში - …
მონიშნეთ 1 სწორი პასუხი. შენობა-ნაგებობების „სახანძრო უსაფრთხოების წესების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად,
მანძილი ხანძრის შესაძლო კერიდან ცეცხლმაქრის განთავსების ადგილამდე D კატეგორიის სათავსებისთვის
არ უნდა აღემატებოდეს:- 50 მ-ს
- 60 მ-ს
- 70 მ-ს
- 40 მ-ს
- …
მონიშნეთ 1 სწორი პასუხი. „სამუშაო სივრცეში უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალური მოთხოვნების შესახებ“
ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, რა მოთხოვნას უნდა აკმაყოფილებდეს
სამუშაო სივრცეში არსებული პირველადი სამედიცინო დახმარების ოთახი?- უნდა აღიჭურვოს პირველადი სამედიცინო დახმარების დანადგარებით
- უნდა იყოს იზოლირებული სამუშაო ადგილისგან უცხო პირთათვის შესვლა
- უნდა იყოს აკრძალული მაქსიმალურად
- უნდა იყოს განათებული ბუნებრივი და ხელოვნური განათებებით
- …
მონიშნეთ არასწორი პასუხი. „ინსპექტირებას დაქვემდებარებულ ობიექტზე შესვლისა და შემოწმების (ინსპექტირების) წესისა და პირობების“
შესაბამისად, ინსპექტირების პროცესში რა აქტივობებს ახორციელებს შრომის ინსპექტორი ობიექტის
უფლებამოსილ პირთან სატელეფონო კომუნიკაციისას?- აკეთებს სატელეფონო კომუნიკაციის ჩანაწერს ფოტო-ვიდეო მოწყობილობის მეშვეობით
- ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს
- ადგენს წერილობით სატელეფონო აქტს აქტის სისწორეს
- ადასტურებს სხვა უფლებამოსილი პირის ხელმოწერით (რომელიც ასევე უნდა ესწრებოდეს სატელეფონო საუბარს).
- …
მონიშნეთ 1 არასწორი პასუხი. „დამსაქმებლის ხარჯით დასაქმებულის სავალდებულო პერიოდული სამედიცინო შემოწმების შემთხვევათა
ჩამონათვალისა და წესის“ შესაბამისად, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, რომელი საქმიანობები და პირები
ექვემდებარება დამსაქმებლის ხარჯით დასაქმებულის სავალდებულო პერიოდულ სამედიცინო შემოწმებას?- საავიაციო, მცურავ, სარკინიგზო და მეტროპოლიტენის ტრანსპორტთან დაკავშირებული საქმიანობა, რომელიც
უშუალოდ არის დაკავშირებული ტრანსპორტის მართვასთან და მოძრაობის უსაფრთხოებასთან - რადიოაქტიულ ნივთიერებებთან, აგრესიულ სითხეებთან, მაიონიზებელი გამოსხივებისა და ელექტრომაგნიტური
ველის წყაროებთან დაკავშირებული საქმიანობები - ლითონის წარმოებასთან და დამუშავებასთან დაკავშირებული საქმიანობები
- III და IV რისკ-ჯგუფის პათოგენურ ბიოლოგიურ აგენტებთან მომუშავე პერსონალი
- ყველა სახის დამოუკიდებელი საექიმო და საექთნო საქმიანობა
- …
- საავიაციო, მცურავ, სარკინიგზო და მეტროპოლიტენის ტრანსპორტთან დაკავშირებული საქმიანობა, რომელიც
„კარიერების უსაფრთხოების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად, კარიერზე, სადაც გამოიყოფა
მავნე მინარევები, უშუალოდ მათი გამოყოფის ადგილებზე, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, რა დამცავი საშუალებები
უნდა იყოს გამოყენებული?- მტვრის ჩახშობის ან დაჭერის საშუალებები
- შხამიანი აირების ჩახშობის ან დაჭერის საშუალებები
- მავნე აირების შემცველობის გაზომვა
- აგრესიული წყლების დაჭერის საშუალებები
თუ გსურთ პირველივე ცდაზე წარმატებით ჩააბაროთ რესერტიფიცირების გამოცდა, შემოგვიერთდით შრომის უსაფრთხოების სპეციალისტების გამოცდისთვის მოსამზადებელ ექსპრეს კურსზე, გადაიმეორეთ საკვანძო საკითხები, იმუშავეთ შრომის უსაფრთხოების ტესტებზე და ქეისებზე.
