რეგისტრაცია
ტრენგიგზე რეგისტრაციისთვის ამოირჩეთ სასურველი სამართლებრივი პირი
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
Minimum
ვებგვერდის გამოყენების წესები Minimum პირობები
ზოგადი ინფორმაცია
წინამდებარე ვებგვერდი წარმოადგენს შპს საფკოს ( შემდგომში მონაცემთა დამმუშავებელი- ს/ნ: 426112002 ; მისამართი: ქ. თბილისი უნივერსიტეტის ქ. 24, ელ. ფოსტა: info@safco.ge) საკუთრებას. კომპანია თავად არეგულირებს ვებგვერდის გამოყენების წესებსა და პირობებს.
ვებგვერდზე სტუმრობით, მასზე გამოქვეყნებული ინფორმაციის / მომსახურების გამოყენებით, ასევე, თქვენი პერსონალური მონაცემების დაფიქსირებით, თქვენ ადასტურებთ, რომ სრულად ეთანხმებით ვებგვერდის გამოყენების წესებს და პირობებს.
წინამდებარე წესები და პირობები შესაძლოა ცალმხრივად შეიცვალოს კომპანიის მიერ, გარკვეული პერიოდულობით. აღნიშნული ცვლილებები ან/და განახლებული წესები და პირობები დაფიქსირდება მოცემულ ვებგვერდზე.
პოლიტიკაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული მნიშვნელობა.
შეგროვებული ინფორმაცია
წინამდებარე ვებგვერდის გამოყენების პროცესში, ჩვენი მომხმარებლების შესახებ შესაძლოა შევაგროვოთ შემდეგი სახის ინფორმაცია: პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია, მისამართი, საკონტაქტო ინფორმაცია, დაინტერესების სფერო, საქმიანობის სფერო ან/და ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც ემსახურება თქვენთვის საინტერესო ინფორმაციის მოწოდებას ან/და მომსახურების გაწევას.
ინფორმაციის გამოყენების მიზანი
ჩვენი მომხმარებლების შესახებ შეგროვებული ინფორმაცია შესაძლოა გამოყენებულ იქნას შემდეგი მიზნებისთვის:
პერსონალური მონაცემების დამუშავება
კომპანიის მიერ მომხმარებლებისგან შეგროვებული პერსონალური მონაცემების დამუშავება ხდება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით.
ვებგვერდის მომხმარებლის უფლებები ვებგვერდის მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვოს და უსასყიდლოდ მიიღოს შემდეგი ინფორმაცია:
შპს საფკომ მონაცემების დამუშავებისას შესაბამის პირთან ნაკისრი ვალდებულების სრულყოფილად შესრულების მიზნით შესაძლოა გამოიყენოს (დაიხმაროს) მონაცემთა დამუშავებაზე უფლებამოსილ პირი შპს “საფკო დიჯითალ“ (ს/ნ: 405418542; მის: ქ. თბილისი უნივერსიტეტის ქ. 24 ტელ: +(995) 032 2 83 02 21, ელ. ფოსტა: info@safepro.ge ). მხარეთა შორის ურთიერთობისას მხარეები განუხრელად იცავენ კონფიდენციალურობის მაღალ სტანდარტს.
მონაცემები მუშავდება მხოლოდ კომპანიის მიერ განსაზღვრული მიზნებისათვის, კანონით განსაზღვრული პრინციპების და დადგენილი წესების დაცვით. კომპანია მონაცემებს ამუშავებს დამოუკიდებლად და მიმდინარე ეტაპზე ამ პროცესში არ იყენებს სხვა უფლებამოსილ (მესამე) პირ(ებ)ის მომსახურებას, თუმცა, შესაბამისი საჭიროების შემთხვევაში, კომპანიისთვის მომსახურების გაწევის პროცესში შესაძლოა მოხდეს კომპანიის უფლებამოსილი პირ(ებ)ისათვის მონაცემების შემცველი ინფორმაციის გამჟღავნება ან/და მათთვის წვდომის უფლების მინიჭება (მაგალითად, ვებგვერდის განახლების ტექნიკური სამუშაოების შესრულების ფარგლებში). ასეთ შემთხვევაში, მონაცემების გამჟღავნება/მათზე წვდომის უფლების მინიჭება მოხდება მხოლოდ კომპანიასა და შესაბამის უფლებამოსილ პირს შორის წერილობითი ფორმით გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, რომელშიც გათვალისწინებული იქნება უფლებამოსილი პირის ვალდებულება – მონაცემები დაამუშაოს მხოლოდ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ განსაზღვრული მიზნებით და კანონით დადგენილი პრინციპებისა და წესების დაცვით.
ვებგვერდის მომხმარებლის უფლებების შეზღუდვა:
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ვებგვერდის მომხმარებლის ზემოაღნიშნული უფლებები შეიძლება შეიზღუდოს, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული საქართველოს კანონმდებლობით, ამით არ ირღვევა ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, აუცილებელი და პროპორციული ზომაა დემოკრატიულ საზოგადოებაში და ამ უფლებების განხორციელებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას:
ვებგვერდის მომხმარებლის უფლების შეზღუდვისათვის გათვალისწინებული ზომა შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც აუცილებელია შეზღუდვის მიზნის მისაღწევად.
უფლების შეზღუდვის საფუძვლების არსებობისას, კომპანიის გადაწყვეტილება ვებგვერდის მომხმარებელს ეცნობება იმგვარად, რომ ზიანი არ მიადგეს უფლების შეზღუდვის მიზანს.
მონაცემების შენახვის ვადა:
მონაცემების შენახვა ხორციელდება არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის განმავლობაში და მისი შეწყვეტიდან/ვადის ამოწურვიდან არაუმეტეს 3 წლისა (გარდა კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევისა, ვადის გამოანგარიშებისას გამოიყენება საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესი) მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს ნებისმიერ დროს მიმართოს კომპანიას და განახორციელოს მისთვის კანონით გათვალისწინებული უფლებების რეალიზება. ამაასთანავე პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემების დამუშავების შემთხვევაში მონაცემების დამუშავება ხდება განუსაზღვრელი ვადით მის გამოხმობამდე (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, ჩვენი ვიზიტორების შესახებ მოწოდებული ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ჩვენთვის გამჟღავნებული ინფორმაცია წარმოადგენს ინფორმაციის გამცემი პირის ერთპიროვნულ და ექსკლუზიურ საკუთრებას.
კომპანია უზრუნველყოფს თქვენს მიერ მიწოდებული კონფიდენციალური ინფორმაციის მაქსიმალურ დაცულობას, კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამასთან, კომპანია იხსნის პასუხისმგებლობას თქვენს მიერ კომპანიისთვის ინფორმაციის მოწოდების დროს, მესამე პირების მხრიდან თქვენი მონაცემებთან არასანქცირებულ წვდომაზე.
კომპანიის მხრიდან კონფიდენციალური ინფორმაციის გადაცემა ხორციელდება თქვენი წინასწარი თანხმობით, ან კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
სხვა სახელმწიფოსთვის ან/და საერთაშორისო ორგანიზაციისთვის მონაცემების გადაცემა -კომპანიის მიერ ვებგვერდის მეშვეობით დამუშავებული მონაცემები სხვა სახელმწიფოს ან/და საერთაშორისო ორგანიზაციას არ გადაეცემა.
ინტელექტუალური საკუთრება
ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია, მათ შორის ლოგოები, სავაჭრო ნიშან(ებ)ი და ყველა სხვა მასალა წარმოადგენს კომპანიის ინტელექტუალურ საკუთრებას. დაუშვებელია წინამდებარე ვებგვერდის შინაარსის, ლოგოების, სავაჭრო ნიშნების და სვა მასალის მთლიანად ან ნაწილობრივ კოპირება, გამოყენება, გადაცემა ან შენახვა.
კომპანიის პასუხისმგებლობა
კომპანია პასუხისმგებელია მისი უშუალო ბრალით დამდგარ პირდაპირ და დადასტურებულ ზიანზე. კომპანიის პასუხისმგებლობა ნებისმიერი არაპირდაპირი ზიანისთვის და მიუღებელი შემოსავლისთვის პირდაპირ გამოირიცხება.
კომპანია არ არის პასუხისმგებელი იმ ზიანზე / ზარალზე, რაც არ არის გამოწვეული კომპანიის უშუალო ბრალეული ქმედებით. მათ შორის, კომპანია არ არის პასუხისმგებელი იმ ზიანზე და ზარალზე, რაც გამოწვეულია კომპიუტერული ვირუსების ზემოქმედებით, კიბერშეტევებით, ასევე ყველა შემთხვევაზე, სადაც გამოირიცხება კომპანიის ბრალეულობა და ზიანის ანაზღაურების სამართლებრივი წინაპირობები.
გაითვალისწინეთ, რომ კომპანია არ იძლევა გარანტიას ვებგვერდის უწყვეტ და უსაფრთხო მუშაობასთან და წვდომასთან დაკავშირებით. იმისათვის, რომ თავიდან აიცილოთ მსგავსი რისკები, გთხოვთ, მიიღოთ პრევენციისა და თავდაცვის ინდივიდუალური ზომები.
საკონტაქტო ინფორმაცია
წინამდებარე წესებთან და პირობებთან დაკავშირებით ნებისმიერი შეკითხვის არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ:
მისამართი: ქ. თბილისი უნივერსიტეტის ქ. 24,
ელ. ფოსტა: info@safco.ge
შპს საფკოს ყავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი, რომელსაც მონაცემთა სუბიექტს შეუძლია მიმართოს მისი პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებული უფლებების რეალიზების მიზნით, კერძოდ მისთვის მონაცემთა დამუშავების პროცესებისა და მისი უფლებების შესახებ ინფორმაციის მიწოდების მიზნით, მის მეილზე წერილობით, ოფიცერი შემსრულებლის მოთხოვნაზე, მიმართვიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში გასცემს პასუხს, ოფიცრის მონაცემები: – გიორგი შერმადინი, საკონტაქტო მეილი legal@safco.ge.
პოლიტიკის განახლება და დამატებითი ინფორმაცია:
პოლიტიკის ეს დოკუმენტი ექვემდებარება საჭიროებისამებრ განახლებას.
ტრენგიგზე რეგისტრაციისთვის ამოირჩეთ სასურველი სამართლებრივი პირი