სამშენებლო სექტორი ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ამავე დროს ყველაზე მაღალი რისკის მქონე სფეროა. სწორედ ამიტომ, შრომის უსაფრთხოების დაცვა სამშენებლო მოედანზე არა მხოლოდ კანონის მოთხოვნა, არამედ თითოეული ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის აუცილებელი პირობაა.
სამწუხაროდ, სამშენებლო მოედნებზე ჯერ კიდევ ხშირად გვხვდება დარღვევები, რომლებიც უბედური შემთხვევების მთავარი მიზეზი ხდება.
ამ ბლოგში წარმოგიდგენთ ყველაზე გავრცელებულ პრობლემებს და გადაჭრის გზებს, რომლებსაც კომპანიები იყენებენ მსოფლიოს მასშტაბით.
გავრცელებული დარღვევები სამშენებლო მოედანზე
- სიმაღლეზე მუშაობის წესების დარღვევა
არასათანადო საყრდენების, გაუმართავი ხარაჩოებისა და უსაფრთხოების სისტემების არქონა ხშირად ყველაზე სერიოზული ინციდენტების გამომწვევი მიზეზი ხდება. - მოწყობილობებისა და მექანიზმების არასწორი გამოყენება
სამშენებლო ტექნიკის, ელექტროინსტრუმენტებისა და ამწეების უსაფრთხოების წესების დაუცველობა ხშირი მიზეზია როგორც ტრავმების, ისე სერიოზული ავარიების. - დოკუმენტაციის და პროცესების ფორმალურობა
უსაფრთხოების ინსტრუქციები, სამაშველო გეგმა, აკოჰოლურ-ნარკოტიკული თრობის პასუხისმგებელი პირის ბრძანება და სხვა დოკუმენტები ხშირად მხოლოდ ფორმალურად ივსება და პრაქტიკაში რეალურად არ სრულდება. - სამუშაო ადგილის არასწორი ორგანიზება
უსუფთაო მოედანი, არასწორი განათება და სიგნალიზაციის სისტემის არქონა ზრდის რისკებს. - ინდივიდუალური დაცვის საშუალებების უგულებელყოფა
ყველაზე ხშირია შემთხვევები, როდესაც საქმიანობის შესრულებისას დასაქმებულები არ იყენებენ დამცავ ჩაფხუტებს, უსაფრთხოების ღვედებს, დამცავ ფეხსაცმელს და დამზღვევ ბლოკს.
- სიმაღლეზე მუშაობის წესების დარღვევა
თანამედროვე ტენდენციები
თანამედროვე სამშენებლო სექტორში შრომის უსაფრთხოების მიმართულებით რამდენიმე მნიშვნელოვანი ტენდენცია იკვეთება:
- ციფრული ტექნოლოგიების დანერგვა – სმარტ სენსორები, დრონები და პროგრამული უზრუნველყოფა (მაგალითად, სამშენებლო უსაფრთხოების მართვის სერვისები) ხელს უწყობს რისკების დროულ იდენტიფიცირებას.
- ტრენინგებისა და ცნობიერების ამაღლება – ინტერაქტიული სწავლების მეთოდები და VR სიმულაციები დასაქმებულებს ეხმარება რეალურ გარემოში რისკების გაცნობიერებაში.
- პრაქტიკული მონიტორინგი – პერსონალური დამცავი საშუალებების სენსორებით აღჭურვა რეალურ დროში აფიქსირებს მომუშავის უსაფრთხო ქცევას.
- ყველა რგოლის ჩართვა უსაფრთხოების პროცესებში – აუცილებელია კომუნიკაციის ერთიანი სისტემის არსებობა, სადაც ყველა რგოლს აქვს წვდომა სამუშაო პროცესებზე, ინფორმაციის მიღებისა და დამუშავების, ნებართვების გაცემისა და დადასტურების შესაძლებლობაზე. ასევე, თითოეული რგოლის წარმომადგენელმა უნდა გაიაროს როგორც საბაზისო, ასევე თემატური შრომის უსაფრთხოების ტრენინგები, რათა გუნდში ერთიან ენაზე მოხდეს კომუნიკაცია და უსაფრთხოების საერთო სტანდარტების დაცვა.
- უსაფრთხოების კულტურის გაძლიერება – თანამედროვე კომპანიები ცდილობენ, რომ უსაფრთხოება მხოლოდ რეგულაცია კი არა, არამედ სამუშაო კულტურის ნაწილი გახდეს.
დასკვნა
სამშენებლო მოედანზე შრომის უსაფრთხოების დარღვევები ჯერ კიდევ ხშირია, თუმცა თანამედროვე ტექნოლოგიებისა და სწორი მიდგომების დანერგვით შესაძლებელია რისკების მინიმუმამდე დაყვანა. საბოლოო ჯამში, უსაფრთხო გარემო არა მხოლოდ კანონის მოთხოვნა, არამედ ბიზნესის მდგრადობის, თანამშრომელთა კეთილდღეობისა და კომპანიის რეპუტაციის მთავარი გარანტიაა.
რეალური მაგალითები
- Boston Dynamics’ Spot რობოტი ზედამხედველობას უწევს სამშენებლო სივრცეს, ადგენს უსაფრთხოების დარღვევას და ხელს უწყობს ინსპექტირებებს. New York Post
- Shawmut Design & Construction Boston-based კომპანია გამოყენებს AI სისტემებს 30,000 დასაქმებულზე. აკონტროლებს რისკს, GPS-ით აკვირდება სოციალურ დისტანციებს და აგროვებს მონაცემებს. Business Insider
გამოყენებული წყაროები:
- International Labour Organization (ILO) – Occupational safety and health in construction:
https://www.ilo.org/safework - OSHA (Occupational Safety and Health Administration, USA) – Construction Industry Standards:
https://www.osha.gov/construction - European Agency for Safety and Health at Work (EU-OSHA) – Safety and health in construction:
https://osha.europa.eu - World Health Organization (WHO) – Workplace health promotion and risk prevention:
https://www.who.int/occupational_health


