Skip to content
კორონავირუსი რჩევები და რეკომენდაციები ბიზნესს

Covid-19 (კორონავირუსი) უსაფრთხოების რჩევები და რეკომენდაციები კომპანიებს

თქვენთვის მომზადებული რეკომენდაციებისა და დოკუმენტაციის ჩამონათვალი

 

გლობალური პანდემიის ფონზე აუცილებელია, რომ ყველა კომპანიამ გაიაზროს თავისი როლი საერთო საქმეში და გაიზიაროს სოციალური პასუხისმგებლობა. ამ რთულ პერიოდში ცოტა ხნით უნდა გადავდოთ მხოლოდ კომერციულ მოგებაზე ფიქრი და მაქსიმალურად გავუზიაროთ ჩვენი ცოდნა და გამოცდილება სხვებს.

დამეთანხმებით, რომ სწორედ ასეთი საგანგებო სიტუაციებისას კიდევ უფრო ჩნდება და იზრდება შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის კომპანიების როლი და პასუხისმგებლობა. ყოველდღიურად რადიკალურად იცვლება სიტუაცია, მოთხოვნები და რეგულაციები, მკაცრდება სახელმწიფო კონტროლი და ვრცელდება უამრავი სახის ინფორმაცია. ამიტომ ბიზნეს სექტორში შეინიშნება ცოტაოდენი დაბნეულობა, რაც სავსებით გასაგებია.

ჩვენ შევეცდებით მცირედი წვლილი შევიტანოთ ბიზნეს სექტორისთვის ინფორმაციის მიწოდების, ახალ მოთხოვნებთან და რეგულაციებთან ადაპტირების და ასეთ რთულ პერიოდში მინიმალური ზარალით საქმიანობის გაგრძელების პროცესში. მოგეხსენებათ, რომ “საფკო” არის რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის პარტნიორი და პროვაიდერი, ასევე ჩვენ ვართ ქვეყანაში არსებული რამდენიმე მსხვილი ბიზნეს ასოციაციის წევრი. ამ წყაროებიდან ჩვენ გამუდმებულ რეჟიმში მოგვდის სასარგებლო ინფორმაცია, ფორმები, რეკომენდაციები, გეგმები, ჩეკლისტები და ა.შ. ჩვენ თავი მოვუყარეთ, დავამუშავეთ და ადაპტირება გავუკეთეთ იმ ინფორმაციას, რაც ვფიქრობთ საქართველოში მოქმედ კომპანიებს გამოადგებათ სამუშაოების უფრო უსაფრთხოდ და ახალ მოთხოვნებთან შესაბამისად წარმოებაში.

გიზიარებთ ჩვენს და ჩვენი პარტნიორების მიერ შემუშავებულ დოკუმენტაციას:

 

1. ზოგადი რეკომენდაციები COVID-19 ის შესახებ

აქ შეხვდებით ზოგად ცნობებს და რეკომენდაციებს, რომელიც გამოსადეგია ყველა ადამიანისთვის. ამობეჭდეთ და გააკარით საერთო სივრცეებში. ამით ხელს შეუწყობთ სწორი და საჭირო ინფორმაციის გავრცელებას და ადამიანების ინფორმირებას:

COVID – 19 – ზოგადი ინფორმაცია და რეკომენდაციები 

2. ვირუსთან ბრძოლა სახლის პირობებში – დეზინფექცია და პრევენციული ზომები

ამ დოკუმენტში განხილულია, თუ რა ზომების მიღებაა საჭირო სახლის პირობებში ვირუსთან საბრძოლველად. გაუზიარეთ თქვენს თანამშრომლებს ინფორმაცია დეზინფექციის, ჰიგიენის, ვირუსის ზედაპირებზე სიცოცხლის ვადის და სხვა საჭირო ინფორმაციის შესახებ. მოწოდებული ინფორმაცია დაფუძნებულია მხოლოდ წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებზე, როგორიცაა ამერიკის დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრი, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია და სხვა.

იხილეთ ქართულ და ინგლისურ ენაზე:

COVID-19-თან ბრძოლა სახლის პირობებში

Battling with COVID-19 (at home)

3. უსაფრთხოების რეკომენდაციები სახლიდან მუშაობისას

პანდემიის პირობებში სულ უფრო მეტ ადამიანს უწევს სახლიდან (დისტანციურად) მუშაობა. დღეს ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობა ამ რეჟიმზეა გადასული. სახლიდან მუშაობას ახლავს გარკვეული უსაფრთხოების და ფსიქიკური ჯანმრთელობის ასპექტები, რაც აუცილებლად გასათვალისწინებელია ყველა დამსაქმებლის და დასაქმებულის მიერ. იხილეთ ჩვენი საერთაშორისო ტრენინგ კურსები ს პროვაიდერი კომანიის IOSH-ის და საფკოს ერთობლივი რეკომენდაციები ქართულ და ინგლისურ ენაზე:

სახლიდან მუშაობა – უსაფრთხოების რეკომენდაციები

Work from Home – Safety Recommendations

4. ინფექციური დაავადებისთვის მზადყოფნისა და რეაგირების გეგმა

ვფიქრობთ, ეს დოკუმენტი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ჩამონათვალში. ჩვენს ბევრ პარტნიორ კომპანიას სახელმწიფომ მოსთხოვა მსგავსი გეგმის შემუშავება, იმისათვის, რომ მათ მიეღოთ სამუშაოების გაგრძელების ნებართვა. დოკუმენტში გაწერილია პანდემიის და ინფექციური დაავადებების გავრცელების საფრთხის დროს მოქმედების გეგმა. დოკუმენტი სრულად ითვალისწინებს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ამ ეტაპზე გაცემულ რეკომენდაციებს. დოკუმენტი არის “ვორდის” ფორმატში და არის ზოგადი ხასიათის. გადმოწერეთ, შეცვალეთ, მოარგეთ თქვენს სპეციფიკას და გამოიყენეთ საქმიანობის უსაფრთხოდ გაგრძელების უზრუნველსაყოფად.

ინფექციური დაავადებისთვის მზადყოფნისა და რეაგირების გეგმა

5. კომპანიის ტერიტორიაზე / ობიექტზე შესვლამდე შესავსები კითხვარი

გთავაზობთ მოკლე, მარტივ კითხვარს, რომელიც რეკომენდირებულია, რომ შეავსოს ყველა პირმა ობიექტზე შესვლამდე. ამობეჭდეთ და გამოაკარით შესასვლელში, ან გადაეცით დაცვის თანამშრომლებს, რომ მათ უზრუნველყონ ეს კონტროლი. ამ კითხვარიდან რომელიმე კითხვაზე დადებითი პასუხის გაცემის შემთხვევაში არ დაუშვათ პირი ობიექტზე და მიიღეთ შესაბამისი პრევენციული ზომები.

კითხვარი – ობიექტზე შესვლამდე

       6. ხშირად დასმული კითხვები

გიზიარებთ პასუხებს ხშირად დასმულ კითხვებზე. ჩვენი პარტნიორი ასოციაციების მიერ დასმულ კითხვებს პასუხობენ სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები.  საუბარია ბიზნეს სექტორისთვის დაწესებულ ახალ შეზღუდვებსა და მათი შესრულების გზებზე.

კითხვებზე პასუხი

 

ვიმედოვნებთ, რომ მოწოდებული ინფორმაცია გამოსადეგი იქნება თქვენი საქმიანობისთვის და მცირედით მაინც გაგიადვილებთ ცხოვრებას ამ მძიმე პერიოდში. ჩვენ შევეცდებით რეგულარულად განვაახლოთ ხოლმე ეს სია და დავამატოთ საჭირო ინფორმაცია, ამიტომ ეწვიეთ ხოლმე ამ ბლოგს, თუ ფიქრობთ, რომ შევძლებთ თქვენს დახმარებას, მოგვწერეთ და დაგვიკავშირდით ნებისმიერ დროს.

ყოველთვის გვიგულეთ თქვენს გვერდში!

გისურვებთ ჯანმრთელობას და უსაფრთხოებას!

საფკოს გუნდი

მსგავსი პოსტები

მიკროკლიმატის გაზომვა ცხელ პერიოდში – რა უნდა იცოდეს დამსაქმებელმა?

ზაფხულის მაღალი ტემპერატურა სამუშაო გარემოში მხოლოდ კომფორტის საკითხი არ არის. სიცხემ, მაღალმა ტენიანობამ, არასაკმარისმა ვენტილაციამ და სამუშაო პროცესით წარმოქმნილმა დამატებითმა სითბომ შესაძლოა მნიშვნელოვნად შეცვალოს სამუშაო

შრომის უსაფრთხოების დოკუმენტები

შრომის უსაფრთხოების დოკუმენტაცია – რომელი დოკუმენტები უნდა ჰქონდეს კომპანიას

შრომის უსაფრთხოების ეფექტური მართვა მხოლოდ უსაფრთხოების წესების დანერგვას არ გულისხმობს. არანაკლებ მნიშვნელოვანია შესაბამისი დოკუმენტაციის არსებობა და მისი მუდმივი განახლება. შრომის ინსპექციის სამსახურის 2025 წლის ანგარიშის

შრომის უსაფრთხოების კანონები

შრომის უსაფრთხოების კანონები საქართველოში

შრომის უსაფრთხოება თანამედროვე სამუშაო გარემოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია. საქართველოში შრომის უსაფრთხოების რეგულირება ხდება სპეციალური კანონმდებლობით, რომლის მიზანია სამუშაო ადგილზე დასაქმებულთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა.

მოგვწერეთ კითხვა

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

რეგისტრაცია

ტრენგიგზე რეგისტრაციისთვის ამოირჩეთ სასურველი სამართლებრივი პირი