Skip to content
confined space

,,მკვლელი’’ აირები დახურულ/შეზღუდულ სივრცეებში

(ქ. მარნეულში დახურულ სივრცეში მუშაობას

კიდევ ორი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა)

დახურულ/შეზღუდულ სივრცეში მუშაობა წარმოადგენს უდიდეს საფრთხეს, რასაც თან ახლავს რისკების მთელი კასკადი. დახურულ/შეზღუდულ სივრცეში მუშაობა მთელს მსოფლიოში აღიარებულია ერთ-ერთ ყველაზე მაღალი რისკის შემცველ სამუშაოდ. სხვადასხვა ინდუსტრიები  განსაკუთრებული კონტროლის ზომებს მიმართავენ დახურულ სივრცესთან დაკავშირებული რისკების მინიმუმამდე დასაყვანად.

ბოლო პერიოდში, ჩვენს ქვეყანაში დახურულ/შეზღუდულ სივრცეებში მუშაობისას არაერთი ფატალური შემთხვევა ფიქსირდება. ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა გასულ დღეებში, მარნეულის მუნიციპალიტეტში მოხდა, სადაც საკანალიზაციო ჭაში სამუშაოებს ორი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ასევე, შეგვიძლია გავიხსენოთ გურჯაანის მინიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში მომხდარი ინციდენტი, რომელსაც მამა – შვილის გარდაცვალება მოჰყვა, ხაშურის მუნიციპალიტეტში – ძმების გარდაცვალება და სამწუხაროდ, კიდევ ბევრის გახსენება შეიძლება.

დახურულ სივრცეებში ადამიანის დაღუპვის ძირითადი მიზეზები  ჟანგბადის უკმარისობა და ტოქსიკური აირების მაღალი კონცენტრაციაა.

ყველა დასაქმებულმა თუ თვითდასაქმებულმა, სანამ გადაწყვეტს შევიდეს ან ჩავიდეს დახურულ სივრცეში, მინიმუმ ის მაინც უნდა შეძლოს, რომ გაზომოს ჟანგბადის შემცველობა დახურულ/შეზღუდულ სივრცეებში შესაბამისი აირ-დეტექტორით. ატმოსფეროს მონიტორინგი უნდა განხორციელდეს არა ერთჯერადად, არამედ მთელი სამუშაო პროცესის დროს.

დახურულ სივრცეში მუშაობისას საჭირო რეკომენდაციების დაცვით, მნიშვნელოვანი საფრთხეების არიდებას, საკუთარი და სხვა ადამიანების სიცოცხლის გადარჩენას შევძლებთ.

ზემოთ ხსენებული ფატალური შემთხვევების გამომწვევი მიზეზი შესაძლოა, ყოფილიყო გოგირდწყალბადის H2S მავნე აირის მაღალი კონცენტრაციით აკუმულირება, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ,,მკვლელ’’ აირად არის ცნობილი.

მსგავსი ტიპის სამუშაოების დროს, საერთაშორისო პრაქტიკა მიმართავს მთელ რიგ ღონისძიებებს და მაკონტროლებელ საშუალებებს.  მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დახურულ/შეზღუდულ სივრცეებში მუშაოებას არეგულირებს შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტი, რომლის საშუალებითაც ხდება მსგავსი რისკის შემცველი პროცესების უსაფრთხოდ წარმართვა. საქართველოში ჯერჯერობით არ არსებობს მსგავსი ტენიკური რეგლამენტი.

SafCo გთავაზობთ სწორედ მსოფლიო საუკეთესო პრაქტიკაზე დაყრდნობილ ონლაინ სასერტიფიკატო კურსს დახურულ/შეზღუდულ სივრცეებთან და მათთან ასოცირებულ რისკების მართვასთან დაკავშირებით.

ეწვიეთ შრომის უსაფრთხოების პირველ ონლაინ პლატფორმას საქართველოში და გაუზიარეთ სხვა დაინტერესებულებსაც:  www.academy.safco.ge

გახსოვდეთ! ინფორმაციის ნაკლებობა არის ყველაზე დიდი საფრთხე ადამიანთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის.

მსგავსი პოსტები

მიკროკლიმატის გაზომვა ცხელ პერიოდში – რა უნდა იცოდეს დამსაქმებელმა?

ზაფხულის მაღალი ტემპერატურა სამუშაო გარემოში მხოლოდ კომფორტის საკითხი არ არის. სიცხემ, მაღალმა ტენიანობამ, არასაკმარისმა ვენტილაციამ და სამუშაო პროცესით წარმოქმნილმა დამატებითმა სითბომ შესაძლოა მნიშვნელოვნად შეცვალოს სამუშაო

შრომის უსაფრთხოების დოკუმენტები

შრომის უსაფრთხოების დოკუმენტაცია – რომელი დოკუმენტები უნდა ჰქონდეს კომპანიას

შრომის უსაფრთხოების ეფექტური მართვა მხოლოდ უსაფრთხოების წესების დანერგვას არ გულისხმობს. არანაკლებ მნიშვნელოვანია შესაბამისი დოკუმენტაციის არსებობა და მისი მუდმივი განახლება. შრომის ინსპექციის სამსახურის 2025 წლის ანგარიშის

შრომის უსაფრთხოების კანონები

შრომის უსაფრთხოების კანონები საქართველოში

შრომის უსაფრთხოება თანამედროვე სამუშაო გარემოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია. საქართველოში შრომის უსაფრთხოების რეგულირება ხდება სპეციალური კანონმდებლობით, რომლის მიზანია სამუშაო ადგილზე დასაქმებულთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა.

მოგვწერეთ კითხვა

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

რეგისტრაცია

ტრენგიგზე რეგისტრაციისთვის ამოირჩეთ სასურველი სამართლებრივი პირი