Skip to content
Screenshot 2021-06-02 at 15.59.20

რა არის საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემა (HACCP)

რა არის საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემა -HACCP და რა ვალდებულებები ეკისრებათ სურსათის მწარმოებლებს დღეიდან?

2021 წლის 1 ივნისიდან საქართველოში ძალაში შევიდა ახალი დადგენილება, რომლის თანახმადაც, სხვადასხვა სექტორის ბიზნესოპერატორებს, რომლებიც ახორციელებენ სურსათის წარმოებას ან/და გადამუშავებას, დანერგილი უნდა ჰქონდეთ სურსათის უვნებლობის პროცედურები საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემის (HACCP-ჰასპ)  პრინციპების შესაბამისად.

რა არის HACCP-ი (ჰასპი) და რამ განაპირობა მისი აქტუალობა?

საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემა (HACCP), სურსათის უვნებლობის მართვის საერთაშორისოდ აღიარებული სისტემაა, რომელიც ემსახურება კვების პროდუქტების წარმოებისა და გადამუშავების პროცესში ბიოლოგიური, ქიმიური და ფიზიკური საფრთხეების წარმოქმნის პრევენციას და მის აღმოფხვრას.

HACCP წარმოადგენს სურსათის უვნებლობის კონტროლის ყველაზე ოპტიმალურ სისტემას, რომელიც საშუალებას იძლევა გამოვლინდეს ყველა პოტენციური საფრთხე, მოხდეს დაკვირვება სურსათის წარმოების, გადამუშავების ან დისტრიბუციის ნებისმიერ ეტაპზე. საბოლოო ჯამში, HACCP სისტემის მიზანია, მინიმალური დანახრჯებითა და  ადამიანური რესურსების გამოყენებით მივიღოთ უსაფრთხო პროდუქტი.

საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემის (HACCP) აქტუალობა განაპირობა შემდეგმა ფაქტორებმა:

  • სურსათზე საერთაშორისო ვაჭრობის ზრდა;
  • კვების უსაფრთხოების საერთაშორისო რეგულაციები;
  • საკვებზე მოთხოვნის ზრდა;
  • სუსტი იმუნიტეტის მქონე პირთა რაოდენობის ზრდა – მოხუცებულთა და არასრულწლოვანთა დიდი პოპულაციები;
  • ცვლილებები კვების რეგულირების პრაქტიკებში და მოხმარებაში (მაგ: გარეთ ჭამა, საკვების ფართო არჩევანი,  არასეზონური საკვები), საკვების წარმოებაში გლობალური  ტრენდები, გადამუშავება დისტრიბუცია და მომზადება;
  • ცხოველური საკვებიდან ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტული პათოგენები;
  • და სხვა ფაქტორები.

რატომ უნდა დავნერგოთ HACCP სისტემა ბიზნესში?

იმის გარდა, რომ HACCP-ის სისტემის დანერგვა უკვე სავალდებულოა ყველა საკვები ობიექტისთვის, საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემა არის საუკეთესო ინსტრუმენტი, რათა სურსათის მწარმოებლებმა და მიმწოდებლებმა დაიცვან საკუთარი ბიზნესი, წარმოებული პროდუქტი და მათი მომხმარებლები საკვები პროდუქტების მიღებით გამოწვეული დაავადებებისაგან. გარდა ამისა, ჩანაწერები და მტკიცებულებები ბიზნესოპერატორს შეუძლია გამოიყენოს ნებისმიერი პრობლემის ან გართულების შემთხვევაში, რომელიც შეიძლება გახდეს დავის საგანი მომხმარებლის ან მესამე მხარის მიმართ.

HACCP სისტემა აღიარებულია, როგორც ერთადერთი ყველაზე შედეგიანი გზა, საფრთხეების აღმოსაფხვრელად, შესამცირებლად და გასაკონტროლებლად, სურსათის შეგროვების ან გადამუშავების ნებისმიერ ეტაპზე. მისი წარმატებით შესრულება მოითხოვს ბიზნესოპერატორის მიერ მიზანმიმართული ქმედებების განხორციელებას.

შეიძლება გამოვყოთ შემდეგი ძირითადი პუნქტები, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი HACCP სისტემის დანერგვა:

  • მომხმარებელთა დაკმაყოფილება;
  • ხარისხის მოთხოვნები;
  • ნებაყოფლობითი სტანდარტები;
  • მარეგულირებლის მოთხოვნები;
  • მორალური ვალდებულებები;
  • ფინანსური ზეგავლენა;
  • და სხვა.

რა არის საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემის (HACCP) ძირითადი სარგებელი?

  • ხარჯების შემცირება;
  • ნაკლებად დაბინძურებული პროდუქტი;
  • მომხმარებელთა უსაფრთხოება;
  • დაბინძურების ინციდენტების პრევენცია;
  • მომხმარებელთა მოთხოვნების დაკმაყოფილება;
  • საბაზრო იარაღი – გაყიდვების & ექსპორტის  ზრდა;
  • ვარგისიანობის გახანგრძლივება (მაგ: წარმოების საფრთხეების შემცირება)

რა დროის პერიოდი დასჭირდება ობიექტზე HACCP -ის სისტემის დანერგვას?

ეს დამოკიდებულია ობიექტის მასშტაბზე, შეთავაზებული საკვები პროდუქტების მრავალფეროვნებასა და კომპანიის მმართველობითი გუნდის ჩართულობაზე. HACCP-ის სისტემის სრულად დანერგვის სავარაუდო დროის პერიოდად უნდა გავითვალისწინოთ 2-დან 6 თვემდე.

სისტემის დანერგვის შემდეგ კიდევ რა მევალება?

სისტემის სრულად დანერგვის შემდეგ საქართველოს კანონმდებლობა ითხოვს ე.წ. HACCP-ის ჩემპიონის – პასუხისმგებელი პირის ყოლას, რომელიც განახორციელებს რეგულარულ მონიტორინგს და დარწმუნდება სისტემის გამართულ მუშაობაში. ეს პასუხისმგებელი პირი უნდა ფლობდეს შესაბამის კვალიფიკაციას და ჰქონდეს გავლილი შესაბამისი ტრენინგები.

HACCP – ჰასპის სერტიფიკატის მოპოვების რა გზები არსებობს კომპანიებისთვის?

კომპანიების უმრავლესობა HACCP-ის სისტემის დანერგვას მომსახურე (აუთსორსულ) საკონსულტაციო კომპანიებს ანდობს, რომლებსაც აქვთ შესაბამისი კვალიფიკაცია და გამოცდილებას. ამ გზით ისინი ზოგავენ თანხებს და ასევე იღებენ გარკვეულ გარანტიებს სისტემის ზედმიწევნით დანერგვის მხრივ. HACCP-ის სისტემის დანერგვის შემდეგ გაიცემა შესაბამისი სერთიფიკატი.

SafCo გაგიწევთ HACCP-ის დანერგვის კონსულტაციებს და უზრუნველყოფს საჭირო სწავლებების ჩატარებას.

ჩვენ პარტნიორ კონსულტანტებს აქვთ HACCP-ის და სხვა საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის 15+ წლიანი გამოცდილება.

HACCP-ის დანერგვის  საკონსულტაციო მომსახურება მოიცავს შემდეგი საქმიანობების ეტაპობრივ განხორციელებას:

  • ობიექტის საწარმოო და ჰიგიენის პრაქტიკის არსებული მდგომარეობის შესაბამისობის შეფასებას სურსათის უვნებლობის მოთხოვნებთან (GPM/GHP);
  • შედეგების ანგარიშის წარდგენა ორგანიზაციის ხელმძღვანელებისათვის და რეკომენდაციების მომზადება საბაზისო პროგრამების შესაბამისობის უზრუნველყოფისათვის.
  • სამუშაო ჯგუფის მომზადება და სურსათის უვნებლობის სისტემის (HACCP) შემუშავება, დოკუმენტირებული პროცედურების, ინსტრუქციების, სამუშაო ფორმების შედგენას;
  • შემუშავებული სისტემის შეთანხმება, დასამტკიცებლად მომზადება და ორგანიზაციის ბიზნეს-პროცესებში ინტეგრირება;
  • სამუშაო ჯგუფთან ერთად HACCP-ის სისტემის დანერგვის სამუშაოების ჩატარება ობიექტზე;
  • ორგანიზაციის მზადყოფნის შეფასების მიზნით HACCP-ის შიდა აუდიტის ჩატარება ყველა ობიექტზე, შიდა   აუდიტის ანგარიშის გადაგზავნა            დამკვეთისთვის, შედეგების ინტერპრეტაცია;
  • სამუშაო ჯგუფთან ერთად გამოძახების სიმულაციური ტესტის ჩატარება და საბოლოო შეფასება.
  • HACCP-ის ჩემპიონის (პასუხისმგებელი პირის) მომაგრება, რომელიც განახორციელებს პერიოდულ მონიტორინგს და დარწმუნდება სისტემის გამართულად მუშაობაში.

სერვისის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად და კონსულტაციის დასაგეგმად დაგვიკავშირდით ნომერზე (032) 283-02-21 ან ეწვიეთ ბმულს.

საფკო გისურვებთ ჯანმრთელობას და უსაფრთხოებას!

მსგავსი პოსტები

მიკროკლიმატის გაზომვები სამუშაო სივრცეში – დამატებითი ხარჯი ბიზნესისთვის, თუ ინვესტიცია?

სამუშაო სივრცეში გარემო-მახასიათებლების მაჩვენებლების ინსპექტირებას მნიშვნელოვანი როლი ეკისრება დასაქმებულთა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად. საწარმოო მიკროკლიმატი მოიცავს შემდეგი ფიზიკური პარამეტრების ერთობლიობას – ტემპერატურა, ტენიანობა, განათება, ჰაერის

NEBOSH სერთიფიკატის გავლენა შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის სფეროში

შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის სფეროში წამყვან კვალიფიკაციებს შორის, NEBOSH სერტიფიკატი პირველ ადგილს იკავებს. როგორც შრომის უსაფრთხოების ტრენინგ კომპანია, ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ  შესაძლებლობა გვაქვს

პრაქტიკული საევაკუაციო სწავლება ორგანიზაციებში

საევაკუაციო სწავლება არის იმიტირებული საგანგებო სიტუაცია, დაგეგმილი სცენარით. ამ ტიპის სწავლების დროს ხდება პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება დასაქმებულთათვის. საევაკუაციო სწავლებების ჩატარება რამდენიმე მიზეზის გამო არის მნიშვნელოვანი

მოგვწერეთ კითხვა

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

რეგისტრაცია

ტრენგიგზე რეგისტრაციისთვის ამოირჩეთ სასურველი სამართლებრივი პირი