რეგისტრაცია
ტრენგიგზე რეგისტრაციისთვის ამოირჩეთ სასურველი სამართლებრივი პირი
ეს კურსი არის საუკეთესო და ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საშუალება, იმისა რომ გახდეთ შრომის უსაფრთხოების სერტიფიცირებული პროფესიონალი და დააკმაყოფილოთ სახელმწიფო კანონმდებლობის მოთხოვნები. კურსი განიხილავს შრომის უსაფრთხოების მართვის სისტემებს და მსმენელებს უვითარებს ამ სფეროსთვის აუცილებელ უნარებს; ასწავლის საერთაშორისოდ აპრობირებული და საქართველოში დამკვიდრებული მეთოდების გამოყენებას რისკების შეფასების პროცესში, ინციდენტების მოკვლევა /ანგარიშგების მიმართულებაში, შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული დოკუმენტების ადმინისტრირებასა და მაჩვენებლების ანალიზის განსაზღვრაში.
შრომის უსაფრთხოების სერტიფიკატი გაიცემა სფეროს ერთ-ერთი წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაცია IOSH-ის მიერ.
ეს სამშენებლო სეგმენტზე გათვლილი კურსი და შესაბამისი საერთაშორისო სერტიფიკატი ითვლება მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მაღალხარისხიან და პრესტიჟულ კურსად. კურსი დეტალურად განიხილავს ადგილობრივ კანონმდებლობას, საერთაშორისო მიდგომებს, მეთოდებსა და სტანდარტებს მშენებლობასა და ინფრასტრუქტურულ პროექტებში, ასევე, სამუშაოების დაგეგმვას პრიორიტეტულობის მიხედვით. მსმენელები დახელოვნდებიან სამშენებლო სექტორში შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის მართვის სისტემების დანერგვაში, რისკების კონტროლში, პასუხისმგებლობების გადანაწილებასა და საჭირო დუკუმენტაციის შექმნაში, სამუშაო მეთოდოლოგიების მომზადებასა და მის სწორ კომუნიკაციაში.
მოქმედი შრომის უსაფრთხოების სპეციალისტებისთვის, რომელთა აკრედიტებულ სერტიფიკატებსაც გასდის მოქმედების ვადა და საჭიროებენ საგამოცდო ცენტრში სავალდებულო სასერტიფიკატო გამოცდის ჩაბარებას.
ექსპრეს კურსის მიზანია, შრომის უსაფრთხოების სპეციალისტები მოამზადოს აკრედიტაციის გახანგრძლივებისთვის სავალდებულო გამოცდისთვის; ინტერაქტიული სწავლების გზით შეასწავლოს შრომის უსაფრთხოების ორგანული კანონითა და ტექნიკური რეგლამენტებით გათვალისწინებული მოთხოვნები და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მიაჩვიოს გამოცდის ფორმატსა და დასმული კითხვების სპეციფიკას.
კურსი შეასწავლის პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის პრინციპებს და გასცემს შესაბამის სერტიფიკატს, რომლის საფუძველზეც სერტიფიცირებულ პირებს სრულფასოვნად შეეძლებათ დაზარალებულისთვის პირველადი დახმარების აღმოჩენა. კურსი მოიცავს: პირველადი გადაუდებელი დახმარების კომპლექსურ სწავლებას – პრიორიტეტების განსაზღვრა, გულ-ფილტვის რეანიმაცია, დახმარების აღმოჩენა შოკის, ელექტროტრამვის, დამწვრობის, მოტეხილობის, ღია ან დახურული მრავლობითი ტრავმის და ა.შ. დროს. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სავარჯიშოებით და შესაბამისი ინვენტარის გამოყენებით.
კურსის ხანგრძლივობა – 1 დღე (6-7 სთ) კურსის ღირებულება – 90 ₾
კურსი განიხილავს ქვეყანაში არსებულ 477-ე დადგენილება -ს (ტექნიკურ რეგლამენტს) და ასევე სიმაღლეზე უსაფრთხო მუშაობასთან დაკავშირებულ საერთაშორისო სტანდარტებსა და საუკეთესო პრაქტიკას. კურსზე დეტალურად არის განხილული სიმაღლეზე მუშაობისთვის განკუთვნილი სტრუქტურები და დანადგარები, ინდივიდუალური და კოლექტიური დაცვის საშუალებები და მათთან დაკავშირებული უსაფრთხოების მოთხოვნები. გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი.
სამიზნე ჯგუფი: ნებისმიერი პირი, რომელსაც სიმაღლეზე (2-მეტრზე მაღლა) უწევს მუშაობა, მათი ზედამხედველები და შუა რგოლის მენეჯერები (477-ე რეგლამენტის მე-6-ე მუხლის მოთხოვნით მსგავსი ტრენინგ კურსის გავლა სავალდებულოა).
კურსი განიხილავს ქვეყანაში მოქმედ 477-ე ტექნიკურ რეგლამენტს და ასევე დაკიდებულ პლატფორმებზე მუშაობასთან დაკავშირებულ საერთაშორისო სტანდარტებს და საუკეთესო პრაქტიკას. დეტალურად განიხილება პლატფორმის სწორად მოწყობის პრინციპები და პლატფორმაზე მუშაობასთან ასოცირებული საფრთხეები და რისკები. გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი.
სამიზნე ჯგუფი: ნებისმიერი პირი, რომელსაც დაკიდებულ პლატფორმაზე (კალათზე) და სიმაღლეზე 2-მეტრზე ზევით უწევს მუშაობა (477-ე რეგლამენტის მე-6-ე მუხლის მოთხოვნით მსგავსი ტრენინგ კურსის გავლა სავალდებულოა).
კურსი განიხილავს საფრთხეების იდენტიფიცირების და მათთან ასოცირებული რისკების შეფასების საერთაშორისო მეთოდებს და მიდგომებს, რომელიც უკვე საქართველოს კანონმდებლობაშიც და პრაქტიკაშიც დაინერგა. კურსი ასევე ასწავლის საწარმოო ინციდენტების ანგარიშგებისა და მოკვლევის მეთოდებს თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობების მეშვეობით.
სამიზნე ჯგუფი: ნებისმიერი პირი, რომელსაც სურს შეძლოს კანონმდებლობით განსაზღვრული პროცესების შესრულება – რისკების შეფასება და ინციდენტების მოკვლევა.
პროგრამის მიზანია მსმენელებს შეუქმნას წარმოდგენა იმ სოციო-ეკონომიკური, პოლიტიკური, კულტურული და ინსტიტუციური კონტექსტების შესახებ, რომლებშიც ბუნებრივი და სოციალური გარემოს მართვა ხორციელდება და რომელთა გათვალისწინების გარეშეც შეუძლებელია მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევა, როგორც ლოკალურ, ისე ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე. გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი.
სამიზნე ჯგუფი: ნებისმიერი პირი ან ორგანიზაცია, რომელსაც სურს აიმაღლოს ცნობიერება გარემოსდაცვით საკითხებში.
პროგრამის მიზანია მსმენელებს შეუქმნას ცოდნა საქართველოში მოქმედი გარემოსდაცვითი შეფასებისა და ნარჩენების მართვის კოდექსების მოთხოვნათა შესახებ, ჩამოუყალიბოს ბუნებრივი და სოციალური გარემოსადმი პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება. გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი.
სამიზნე ჯგუფი: ნებისმიერი პირი ან ორგანიზაცია, რომელსაც სურს აიმაღლოს ცნობიერება გარემოსდაცვით საკითხებში.
კურსი განიხილავს სამუშაო პროცესებისას წარმოქმნილი სხვადასხვა სახის საგანგებო სიტუაციების მართვის ძირითად პოსტულატებს, ევაკუაციის მეთოდებს, პერსონალის პასუხისმგებლობებს და ფუნქციებს, და ა.შ. კურსი ასევე ასწავლის, თუ როგორ უნდა დაიწეროს და რა დებულებები უნდა შედიოდეს საგანგებო სიტუაციებზე რეაგირებისა და ევაკუაციის გეგმებში. გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი.
სამიზნე ჯგუფი: ნებისმიერი პირი ან ორგანიზაცია, რომელსაც სურს აიმაღლოს ცნობიერება საგანგებო სიტუაციების მართვის საკითხებში.
კურსი განიხილავს საკვების მომზადებასთან დაკავშირებულ უსაფრთხოების საკითხებს, პროდუქტის შენახვის და მომზადების თავისებურებებს საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით. განიხილება საკვების მომზადებასა და სამზარეულოში მუშაობასთან ასოცირებული საფრთხეები, რისკები და კონტროლის მექანიზმები. კურსს კითხულობს საერთაშორისოდ სერტიფიცირებული ინდუსტრიული ჰიგიენისტი. გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი.
სამიზნე ჯგუფი: ნებისმიერი პირი ან ორგანიზაცია, რომელსაც სურს აიმაღლოს ცნობიერება საკვების უვნებლობის და სამზარეულოს უსაფრთხოების საკითხებში.
ტრენგიგზე რეგისტრაციისთვის ამოირჩეთ სასურველი სამართლებრივი პირი