შრომის უსაფრთხოების კომპანია - საფკო

ვინ ვართ ჩვენ

ჩვენ ვართ დამოუკიდებელი ჯანმრთელობის დაცვის და შრომის უსაფრთხოების კომპანია, რომელიც დაკომპლექტებულია 15+ წლიანი საერთაშორისო გამოცდილების და სფეროს უმაღლესი სერტიფიცირების მქონე პერსონალით. ჩვენი კომპანია წარმოადგენს საერთაშორისო ორგანიზაციის IOSH (Institution of Occupational Safety & Health) ლიცენზირებულ პროვაიდერს. ჩვენ პარტნიორებს ვთავაზობთ შრომის უსაფრთხოების მრავალფეროვან მომსახურებას, რათა მათ დააკმაყოფილონ სახელმწიფო კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები, აამაღლონ უსაფრთხოების კულტურა საკუთარ კომპანიებში და მიაღწიონ საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს.

ჩვენი მიზანი შრომის უსაფრთხოებაში

ჩვენი მიზანია წარმოვადგინოთ, დავნერგოთ და განვავითაროთ სახელმწიფო კანონმდებლობითა და საერთაშორისო სტანდარტებით განსაზღვრული  შრომის უსაფრთხოების დებულებები, დავეხმაროთ ადგილობრივ ბიზნესებს შრომის უსაფრთხოების მართვის სისტემების დანერგვაში და განვითარებაში, მაღალი სტანდარტების მიღწევაში და მათ შენარჩუნებაში.

ჩვენი გამოცდილება შრომის უსაფრთხოების სფეროში

საფკოს აქვს ლოკალურ ბაზარზე ოპერირების 5+ წლიანი გამოცდილება. ჩვენ წარმატებით ვმუშაობთ შრომის უსაფრთხოების სფეროს სხვადასხვა სეგმენტში: ტრენინგები, კონსულტაცია, აუდიტი, ექსპერტული დასკვნები. ჩვენ სიამაყით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ საფკოს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ქვეყანაში შრომის უსაფრთხოების სფეროს განვითარებაში, როგორც მარეგულირებელი ორგანოების კვალიფიკაციის ამაღლების, ასევე ქვეყნის საკანონმდებლო ბაზის შემუშავების მხრივ.

ჩვენი გუნდი 

საფკოს გუნდი შედგება შესაბამისი გამოცდილებისა და საერთაშორისო სერტიფიცირების მქონე პირებისგან. ჩვენი კომპანიის ყველა კონსულტანტი, ტრენერი და აუდიტორი გამოირჩევა მაღალი პროფესიონალიზმითა და კვალიფიკაციით. საფკოს აქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული ორგანიზაციული იერარქია, სადაც ყველა თანამშრომელს აქვს განვითარებისა და წინსვლის შესაძლებლობა.

ჩვენი პარტნიორები 

ჩვენ ვემსახურებით სხვადასხვა ინდუსტრიის წარმომადგენლებს, მათ შორის: მშენებლობები, საწარმოები, ფაბრიკა-ქარხნები, საწყობები, ოფისები, სასტუმროები, რესტორნები, სასწავლო დაწესებულებები და ასე შემდეგ. ჩვენი პარტნიორების ეგიდით, ჩვენ განხორციელებული გვაქვს უამრავი მსხვილი პროექტი. საფკო ყოველთვის ცდილობს, რომ მოერგოს კლიენტის სპეციფიკას, მოთხოვნებსა და შესაძლებლობებს.

დიპლომები და სერტიფიკატები

ჩვენი სერტიფიკატების სიას მიეკუთვნება, არაერთი უმაღლესი ხარისხის ჯანმრთელობის დაცვის და შრომის უსაფრთხოების საერთაშორისოდ ავტორიზებული შრომის უსაფრთხოების სერთიფიკატი:
National Examination Board in Occupational Safety and Health (NEBOSH), IOSH (institution of Safety and Health), OHSAS 18001; ISO 19011 Lead Auditor; NFPA (National Fire Protection Administration) BOHS (British Occupational Hygiene Society); Control of Work Systems.

დავით თხელიძე
კომპანიის თანადამფუძნებელი,

შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი, ინსტრუქტორი და მრჩეველი.

გამოცდილება: BP (ბრიტიშ პეტროლიუმი) 13+ წელი, ჯანმრთელობის დაცვის და შრომის უსაფრთხოების მრჩევლის/ხელმძღვანელის პოზიციაზე.

სერტიფიცირება: NEBOSH – International General Certificate. IOSH (Institution of Occupational Safety and Health) Technical Level Member, IOSH – Health and Safety Management System Specialist. OHSAS-18001 standard – Certified Lead Auditor. RCA – Certified Incident Investigator. NFPA – National Fire Protection Administration. Occupational Hygiene Qualification Scheme-W505 Control of hazardous Substances. COSHH Assessor – Control of Substance hazardous to Health. CoW (Control of Work) Specialist.

თორნიკე თოდრია
კომპანიის თანადამფუძნებელი,
შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი, ინსტრუქტორი და მრჩეველი.

გამოცდილება: BP (ბრიტიშ პეტროლიუმი) 5+ წელი, ჯანმრთელობის დაცვის და შრომის უსაფრთხოების მრჩევლის/ხელმძღვანელის პოზიციაზე.

სერტიფიცირება: NEBOSH – International General Certificate. IOSH (Institution of Occupational Safety and Health) Technical Level Member, BOHS: Basics of Industrial Hygiene; BOHS: Asbestos and Other Fibers, RCA – Certified Incident Investigator, COSHH Assessor – Control of Substance hazardous to Health, CoW (Control of Work) Specialist, BP: Major Incident Management, First Aid – Advanced.