ჯანმრთელობის დაცვა და შრომის უსაფრთხოება

საკონსულტაციო და ტრენინგ მომსახურება

უსაფრთხო მომავლისკენ!

SafCo აკადემია

საფკოს გააჩნია საქართველოში პირველი და ერთადერთი შრომის უსაფრთხოების ტრენინგების ონლაინ პლატფორმა - www.academy.safco.ge პლატფორმაზე არსებული რესურსები დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოიყენონ როგორც საკუთარი ცოდნის გასაღრმავებლად, ასევე თავიანთ კომპანიებში დასაქმებულთათვის კანონით და შრომის უსაფრთხოების მართვის სისტემებით მოთხოვნილი ტრენინგ კურსების ჩასატარებლად. შრომის უსაფრთხოების ყველა თემატიკის ტრენინგი უკვე მარტივად ხელმისაწვდომია!
 

SafCo აკადემია

შრომის უსაფრთხოების სრული აუთსორსი

საერთაშორისო ტრენინგები

ადგილობრივი ტრენინგები

პარტნიორი კომპანიების ტრენინგ პაკეტები

შრომის უსაფრთხოების გაზომვები

აუდიტი

ჯანმრთელობის დაცვა და შრომის უსაფრთხოება

საკონსულტაციო და ტრენინგ მომსახურება

უსაფრთხო მომავლისკენ!

შრომის უსაფრთხოების სრული აუთსორსი

საერთაშორისო ტრენინგები

ადგილობრივი
ტრენინგები

პარტნიორი კომპანიების ტრენინგ პაკეტები

შრომის უსაფრთხოების გაზომვები

აუდიტი

ჩვენ შესახებ

შრომის უსაფრთხოების კომპანია საქართველოში

ჩვენ ვართ დამოუკიდებელი ჯანმრთელობის დაცვის და შრომის უსაფრთხოების კომპანია, რომელიც დაკომპლექტებულია 15+ წლიანი საერთაშორისო გამოცდილების და სფეროს უმაღლესი სერტიფიცირების მქონე პერსონალით. ჩვენი კომპანია წარმოადგენს საერთაშორისო ორგანიზაციის IOSH (Institution of Occupational Safety & Health) ლიცენზირებულ პროვაიდერს. ჩვენ პარტნიორებს ვთავაზობთ შრომის უსაფრთხოების მრავალფეროვან მომსახურებას, რათა მათ დააკმაყოფილონ სახელმწიფო კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები, აამაღლონ უსაფრთხოების კულტურა საკუთარ კომპანიებში და მიაღწიონ საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს.

შრომის უსაფრთხოება ჩვენს შესახებ

ხშირად დასმული კითხვები შრომით უსაფრთხოებაზე

რა დამჭირდება იმისათვის, რომ შევძლო შრომის უსაფრთხოების სფეროში მუშაობა?

პირველ რიგში დაგჭირდებათ შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტებული პროგრამის შესახებ ბრძანების (01-25/ნ) მიხედვით წარმოებული უსაფრთხოების სასწავლო კურსი -ს გავლა და შესაბამისი სერტიფიკატის აღება. შრომის უსაფრთხოების სერთიფიკატის გამცემი ორგანიზაციების ორი ტიპი არსებობს - ლოკალური სერტიფიცირება და საერთაშორისო სერტიფიცირება. თუმცა, სერტიფიკატის აღება არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ ავტომატურად შრომის უსაფრთხოების ექსპერტი გახდებით. ამისთვის ცოდნის კიდევ უფრო გაღრმავება, გამოცდილების დაგროვება და გარკვეული უნარების გამომუშავება დაგჭირდებათ, რაც საშუალებას მოგცემთ მართოთ ორგანიზაციაში შრომის უსაფრთხოების პროცესები და გქონდეთ კარიერული წინსვლა.

რა უპირატესობები აქვს საერთაშორისო სერტიფიცირებას?

დღეს მსოფლიოს მასშტაბით რამდენიმე მოწინავე შრომის უსაფრთხოების საერთაშორისო ორგანიზაცია აწარმოებს კურსებს და გასცემს შესაბამის სერტიფიკატებს. მათ შორისაა IOSH-ი, NEBOSH-ი, OSHA და ა.შ. ამ ორგანიზაციების მიერ წარმოებული კურსები გამოირჩევა მათი დახვეწილობით, მოქნილი მოდულებით და პრესტიჟულობით. მათი სერტიფიკატები მსოფლიოს უამრავი ქვეყნისა და ორგანიზაციის მიერ არის აღიარებული. საქართველოში IOSH-ის სერტიფიკატი უვადოდაა აღიარებული, რაც იმას ნიშნავს რომ სერტიფიკატის თავიდან აღება 3 წელში ერთხელ აღარ მოგიწევთ. კურსს სხვა უამრავი უპირატესობებიც აქვს.

რა კანონმდებლობა მოქმედებს სახელმწიფოში შრომის უსაფრთხოების მხრივ?

ამ ეტაპზე საქართველოში გვაქვს ორგანული კანონი შრომის უსაფრთხოების შესახებ. რომელსაც უახლოეს მომავალში დაემატება კანონქვემდებარე და ნორმატიული აქტები (ჯამში 26 ცალი). ამ ნორმატიული აქტებისგან დღეს მოქმედია მხოლოდ ტექნიკური რეგლამენტი 477-ე სიმაღლეზე მუშაობის შესახებ. შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ყველა საკანონმდებლო აქტი შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

კომპანიაში რა დოკუმენტაციის ქონას მთხოვს შრომის უსაფრთხოების კანონი?

პირველ რიგში ვახსენებთ იმას, რომ ცალკეული დოკუმენტების ქონა არ ნიშნავს ორგანიზაციაში შრომის უსაფრთხოების მართვის სისტემების დანერგვას. აუცილებელია ამ დოკუმენტების მოთხოვნების რეალობაში განხორციელება და შესრულების მუდმივი მონიტორინგი.

ამ ეტაპზე შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობა როგორც მინიმუმ შემდეგი დოკუმენტაციის ქონას ავალდებულებს კომპანიებს:

ა)შრომის უსაფრთხოების წარმომადგენლის აკრედიტებული კურსის გავლის სერტიფიკატი და მისი ობიექტზე დანიშვნის ბრძანება

ბ) შრომის უსაფრთხოების დოკუმენტები: პოლიტიკა და შრომის უსაფრთხოების პროცედურები

გ) რისკების შეფასების დოკუმენტი

დ) საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების დოკუმენტი

ე) პირველადი საბაზისო ტრენინგ კურსის გავლის დამადასტურებელი ხელმოწერილი დოკუმენტი

ვ) ყოველდღიური ინსტრუქტაჟის ფორმები

ზ) ბრძანება ალკოტესტის ჩატარებაზე პასუხიმგებელი პირის დანიშვნის შესახებ

თ) ინციდენტების მოკვლევის მეთოდოლოგია, ანგარიშგებული ინციდენტების ნუსხა და ჟურნალი

ი) თემატური ტრენინგების ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტი - სიმაღლეზე მუშაობა, საკიდელა პლატფორმაზე მუშაობა, ექსკავაცია, ა.შ.

რა შემთხვევაში მაქვს უფლება ავიყვანო შრომის უსაფრთხოების საკონსულტაციო კომპანია „აუთსორსულ“ მომსახურეობაზე?

კანონი იძლევა იმის უფლებას, რომ ნებისმიერმა ორგანიზაციამ დაიქირაოს შრომის უსაფრთხოების საკონსულტაციო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს შრომის უსაფრთხოების მართვის სისტემების დანერგვას, დოკუმენტაციის შემუშავებას, რეგულარულ მონიტორინგს, საჭირო გაზომვების ჩატარებას და სხვა ღონისძიებების წარმოებას. ასეთი კომპანიის დაქირავება არ არის შეზღუდული და არ განისაზღვრება დასაქმებული ადამიანების მიხედვით. მთავარია, რომ დაქირავებულმა კომპანიამ გამოყოს კანონით განსაზღვრული რაოდენობის შრომის უსაფრთხოების წარმომადგენლები და უზრუნველყოს პროცესების სათანადოდ მართვა.

რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს შრომის უსაფრთხოების საკონსულტაციო კომპანია, რომ ბიზნესმა ნახოს პროგრესი კომპანიაში?

შრომის უსაფრთხოების საკონსულტაციო კომპანია უნდა იდგეს მყარ ფუნდამენტზე, რაც მისი კვალიფიციური საერთაშორისო გამოცდილებით და სერტიფიცირებული კადრების მდგრადობაში გამოიხატება. კომპანიას უნდა შესწევდეს უნარი როგორც პროაქტიური ისე რეაქტრიური პროცესები მართოს და დანერგოს ბიზნესში და შესძლოს მათი შრომის უსაფრთხოების პროცესებთან ადაპტირება. მონაცემთა მოძიების და კონსოლიდირების, ხარისხის გადამოწმების და ფილტრაციის მეთოდით გამოკვეთოს ტრენდები და სუსტი არეალები, დაგეგმოს ეფექტური და რაციონალურად პრაქტიკული ღონისძიებები კლიენტის რესურსების არგუმენტირებული და გამართლებული პრაქტიკის საფუძველზე.

რა როლი აქვს ბიზნესის მმართველ გუნდს შრომის უსაფრთხოების სისტემების დანერგვა - განვითარებაში?

პასუხი ცალსახაა - უმნიშვნელოვანესი! რადგან კომპანიის მენეჯმენტის ჩართულობის გარეშე ვერ დადგება სასურველი შედეგი. მათ მინიმუმ ბაზისური ცოდნა მაინც უნდა გააჩნდეთ შრომის უსაფრთხოების სისტემებზე და მის ოპერირებაზე. მათი ადეკვატური ანალიზის და შეფასების უნარი განაპირობებს ამ მიმართულების ეფექტურობას. ბიზნეს შეხედულებების თანხვედრა შრომის უსაფრთხოების პრინციპებთან და მათი ჰარმონიზაცია არის გარანტი შედეგისა, რაც დასაქმებულების ჯანმრთელობის დაცვასა და სხვა პირდაპირი თუ არაპირდაპირი ხარჯების აცილებაში გამოიხატება. წარმატების მარტივი ფორმულაა: სწორი ადამიანები + სწორი პროცედურები = წარმატებას.

გაიგეთ რას ფიქრობენ ჩვენზე

© 2019. ყველა უფლება დაცულია.
ჩვენი სოციალური ქსელები

გამოიწერეთ ჩვენი სიაახლეები

დაგვიკავშირდით​

ჩვენი სოციალური ქსელები

© 2019. ყველა უფლება დაცულია.

მოგვწერეთ კითხვა

რეგისტრაცია

ტრენგიგზე რეგისტრაციისთვის ამოირჩეთ სასურველი სამართლებრივი პირი