რეგისტრაცია
ტრენგიგზე რეგისტრაციისთვის ამოირჩეთ სასურველი სამართლებრივი პირი
საფკო გთავაზობთ IOSH-ის მიერ
შრომის უსაფრთხოების ლიცენზირებულ და საქართველოში აკრედიტებულ სასწავლო კურსს:
„IOSH – მართე უსაფრთხოდ“
IOSH-ი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და გავლენიანი ჯანმრთელობის დაცვისა და შრომის უსაფრთხოების ტრენინგების საერთაშორისო ორგანიზაციაა. ის მსოფლიო ბაზრის ლიდერია და ყოველწლიურად 179000-ზე მეტ ადამიანს ატრენინგებს ამ სფეროში. საფკო გთავაზობთ IOSH-ის შრომის უსაფრთხოების მენეჯმენტის სასწავლო კურსს „მართე უსაფრთხოდ“. საფკო-მ და მისმა საერთაშორისო კვალიფიკაციისა და სერტიფიცირების მქონე ტრენერებით დაკომპლექტებულმა ჯგუფმა პირველმა მოიპოვა IOSH-ის ოფიციალური ლიცენზია ამ კურსის ჩატარებაზე საქართველოში – ქართულ ენაზე.
ჩვენი სერთიფიცირებული შრომის უსაფრთხოების კურსი უკვე გავლილი აქვს არაერთ მსმენელს და მსხვილ ორგანიზაციას, როგორებიცაა:
ჩვენი შრომის უსაფრთხოების აკრედიტებული კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ თქვენ მოიპოვებთ პრესტიჟულ საერთაშორისო უვადო სერტიფიკატს, რომელსაც აღიარებს მსოფლიოს უამრავი ქვეყანა და ორგანიზაცია. ამ შრომის უსაფრთხოების სერტიფიკატის მქონე პირები საქართველოშიც უპირატესობით სარგებლობენ. ჩვენი კურსდამთავრებულების 90% ზე მეტი დასაქმებულია შრომის უსაფრთხოების განხრით.
IOSH-ის მიერ შექმნილი ეს კურსი დაგეხმარებათ:
ტრენინგის ფარგლებში:
ეს გახლავთ ინოვაციური ფორმატისა და შინაარსის მქონე ინტერაქტიული კურსი, გამდიდრებული რეალური მაგალითებით და პრაქტიკული სავარჯიშოებით, რომელიც განკუთვნილია ბიზნესის ნებისმიერ სექტორსა და ნებისმიერ ინდუსტრიაში მომუშავე შუა და ზედა რგოლის მენეჯერებისა და ხელმძღვანელი პირებისათვის.
იოლად გასაგებ და ადვილად დასამახსოვრებელ და საინტერესო მაგალითებს; ინტერაქტიულ ტესტებს და ცოცხალ დისკუსიებს, რეალურ შემთხვევებსა და ბიზნესში არსებულ პრობლემებზე დაფუძნებულ პრაქტიკულ სავარჯიშოებსა და დავალებებს; დამხმარე მასალას – კურსის სახელმძღვანელოს, კანონმდებლობის და რეგლამენტების დოკუმენტებს, “ჩექლისთებს”, სხვადასხვა ფორმებისა და ცხრილების ნიმუშებს, რომლებიც სამსახურში აუცილებლად გამოგადგებათ.
თინათინ ლორთქიფანიძე – NEBOSH (IGC); IOSH; OHSAS18001 Lead Auditor; COSHH, SSoW;
გამოცდილება: BP ბრიტიშ პეტროლიუმი 15+ წელი – შრომის უსაფრთხოების მრჩეველი, IOSH – ლიცენზირებული და აკრედიტირებული წევრი/ტრენერი ტექნიკურ დონეზე.
დავით თხელიძე – NEBOSH (IGC); IOSH; OHSAS18001 Lead Auditor; COSHH, SSoW; NFPA;
გამოცდილება: BP ბრიტიშ პეტროლიუმი – 15+ წელი – შრომის უსაფრთხოების მრჩეველი, SafCo – 5+ წელი – დამფუძნებელი და კონსულტანტი, IOSH – ლიცენზირებული და აკრედიტებული წევრი/ტრენერი ტექნიკურ დონეზე.
თორნიკე თოდრია – NEBOSH (IGC); IOSH; OHSAS18001 Lead Auditor; COSHH, SSoW; BOHS;
გამოცდილება: BP ბრიტიშ პეტროლიუმი – 7+ წელი – შრომის უსაფრთხოების მრჩეველი, SafCo – 5+ წელი – დამფუძნებელი და კონსულტანტი, IOSH – ლიცენზირებული და აკრედიტებული წევრი/ტრენერი ტექნიკურ დონეზე.
ლიცენზირებული კურსის ფორმატის შესახებ:
კურსი მიმდინარეობს ქართულ ენაზე, ყველა მასალა და საგამოცდო შეკითხვა არის ქართულად. კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ მსმენელებს გადაეცემათ საერთაშორისო IOSH-ის სერტიფიკატი და ასევე პირველადი სამედიცინო დახმარების სერტიფიკატი.
კურსი შედგება 2 ნაწილისგან – თეორიული და პრაქტიკული:
თეორიული სწავლება (12 დღე):
პრაქტიკული სწავლება (16 დღე):
„IOSH – მართე უსაფრთხოდ“ – თეორია
მოდულები:
თეორიული ნაწილი – ორშ-პარ 19:00-22:00 შაბ-კვი 10:00-18:00
თეორიული ნაწილის ბოლოს იწერება საგამოცდო ტესტი.
პრაქტიკული ნაწილი – მსმენელები ახორციელებენ ვიზიტებს სხვა და სხვა სეგმენტის კომპანიებში დამოუკიდებლად მუშაობენ რისკების შეფასების პროექტზე, რომელსაც აბარებენ თეორიული ნაწილის დასრულებიდან ორი კვირის თავზე.
ტრენგიგზე რეგისტრაციისთვის ამოირჩეთ სასურველი სამართლებრივი პირი