Skip to content

შედუღების კურსი

შედუღების და ცხელი სამუშაოების კურსის თეორიული ნაწილის ჩატარება შესაძლებელია როგორც SafCo-ს სატრენინგო სივრცეში, ასევე, დამკვეთი კომპანიის ბაზაზე. კურსის თეორიული კომპონენტი (ხანგრძლივობა: 4 საათი) მოიცავს შემდეგ საკითხებს:
  1. პირადი აღჭურვილობის მომზადება (იდს)
  2. სამუშაო ადგილის მომზადება
  3. შესადუღებელი დეტალების, შედუღებისთვის მომზადება
  4. შედუღების პროცესის მართვა
  5. შედუღებისთვის საჭირო ელექტროდების, მავთულის და ინერტული აირების სწორი შერჩევა
  6. შედუღების პროცესის სწორი დასრულება და შედუღბული ზონის გასუფთავება
  7. დეფექტების ტიპები, მათი განმარტება და გამომწვევი მიზეზები
  8. შედუღებითი სამუშაოების წარმოების უსაფრთხო პრაქტიკა
  9. სიმაღლეზე მიმდინარე შედუღებითი სამუშაოები
  10. დახურულ სივრცეში მიმდინარე შედუღებითი სამუშაოები
პრაქტიკული კომპონენტის ხანგრძლივობა დამოკიდებულია მსმენელთა გამოცდილებაზე (საშუალოდ გაგრძელდება 4-5 საათის განმავლობაში). აღნიშნული ნაწილი მოიცავს შემდეგ საკითხებს:
  1. იდს-ს მორგება
  2. შედუღებისთვის საჭირო დანადგარებისა და ინსტრუმენტების მომზადება
  3. რესპოდენტის არჩევანის მიხედვით ხდება შედუღების ტიპის შერჩევა:
  • ელექტრორკალური შედუღება
  • ნახევრად ავტომატური შედუღება
  • არგონით შედუღება
  1. შესადუღებელი მასალის მომზადება და თერმული დამუშავება (შედუღებამდე)
  2. შედუღების პროცესის მართვა (დუღილის ზონის კონტროლი)
  3. შედუღების სწორი დამთავრება
  4. სხვადასხვა ტიპის ელექტროდებისა და მავთულების გამოყენება, პრაქტიკული
  5. აირით ჭრა და ინვენტარის სწორი გამოყენება
  6. მაღალი წნევის ბალონების უსაფრთხო გამოყენება
  7. შედუღების ინვენტარის სწორი გამოყენება
კურსს გაუძღვება მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ტრენერი. შედუღების კურსის დასრულების შემდგომ გაიცემა შესაბამისი ცოდნის დამადასტურებელი ორენოვანი სერტიფიკატი. შედუღებითი სამუშაოების უსაფრთხოების კურსი ტარდება კორპორატიული დაკვეთის შემთხვევაში. შეთავაზების მისაღებად, შეავსეთ შეკვეთის ფორმა.
ადგილობრივ კურსზე რეგისტრაცია

მოგვწერეთ კითხვა

რეგისტრაცია

ტრენგიგზე რეგისტრაციისთვის ამოირჩეთ სასურველი სამართლებრივი პირი