SafCo გთავაზობთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის სასერტიფიკატო კურსს. ჩვენი გადამზადების პროგრამა წარმატებით გაიარა 100-მდე მსმენელმა.
კურსი განკუთვნილია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის, რომელიც გეგმავს კომპანიის საქმიანობის პერსონალური მონაცემების დაცვის კანონთან შესაბამისობაში მოყვანას. ტრენინგი მოიცავს ყველა ძირითად საკითხს მონაცემთა დაცვის ოფიცრის საქმიანობასთან დაკავშირებით, მათ შორის:
- მონაცემების დამუშავების წესი, პრინციპები და კატეგორიები;
- კომპანიის და მისი თანამშრომლების ვალდებულებები ახალი კანონით მონაცემების დამუშავებისას და კომპანიის დაჯარიმების დეტალები;
- მონაცემთა დამუშავების პოლიტიკისა და სხვადასხვა სახის ინფორმაციის აღრიცხვის დოკუმენტების მომზადების პრაქტიკული სწავლება;
- პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის ინსტიტუტი და მისი ფუნქციები;
- კომპანიის საქმიანობის ახალ კანონთან შესაბამისობაში მოყვანის ძირითადი დეტალები და გადასადგამი ნაბიჯები;
- ყველა სხვა საკითხი, რომელიც უზრუნველყოფს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის საქმიანობის განხორციელების სპეციფიკის გაგებას პრაქტიკული მაგალითებით.
სამუშაო საათები: კურსი ტარდება დისტანციურად, ხანგრძლივობა – 2 დღე, სამუშაო საათები – 19:00-22:00 საათები, Zoom.
კურსის საფასური: 300 ლარი.