Skip to content

შრომის უსაფრთხოების აკრედიტებული პროგრამა

ამ პროგრამის ფარგლებში მსმენელები მიიღებენ SafCo-ს ლოკალურ აკრედიტებულ სერტიფიკატს!

გაიარე შრომის უსაფრთხოების აკრედიტებული პროგრამა SafCo – ში, მიიღე შრომის უსაფრთხოების სერთიფიკატი და დასაქმდი შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის ან შრომის უსაფრთხოების მენეჯერის პოზიციაზე. 

SafCo-ს აკრედიტებული პროგრამა ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და წარმატებული პროგრამაა საქართველოში. ის დაფუძნებულია საერთაშორისო პრაქტიკასა და მიდგომებზე.

მსმენელები სწავლობენ შრომის უსაფრთხოების მართვისთვის საჭირო მეთოდოლოგიებს და იძენენ აუცილებელ უნარებს. ჩვენი მიზანია, რომ გავზარდოთ შრომის უსაფრთხოების კვალიფიციური მენეჯერები, რომლებმაც იციან როგორ ამოიცნონ საფრთხეები, შეაფასონ რისკები, დააფიქსირონ და მოიკვლიონ ინციდენტები, განახორციელონ ინსპექტირებები, გაწერონ გამოსასწორებელი რეკომენდაციები, შეაგროვონ სტატისტიკური მონაცემები, იქონიონ გამართული კომუნიკაცია როგორც მენეჯმენტთან, ასევე დასაქმებულებთან და სხვა. ამისთვის კი არანაირად არ არის საკმარისი მხოლოდ კანონმდებლობის ბრმად დაზეპირება.

რატომ მაინცდამაინც საფკოს შრომის უსაფრთხოების აკრედიტებული პროგრამა?

ჩვენი შრომის უსაფრთხოების აკრედიტებული კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ თქვენ მოიპოვებთ SafCo-ს ცოდნის დამადასტურებელ სერტიფიკატს, რომლის ხარისხი და უპირატესობა ცნობილი და აღიარებულია ამ სფეროში. 

ამას გარდა, აღნიშნული პროგრამის ყველა კურსდამთავრებული იღებს:

    • დამატებითი სერტიფიკატს: პირველადი სამედიცინო დახმარება;
    • ერთ თვიან უფასო წვდომას პირველ შრომის უსაფრთხოების ონლაინ პლატფორმაზე – www.academy.safco.ge და მასზე განთავსებულ ყველა თემატურ სასერტიფიკატო კურსზე;
    • ქართულ ენაზე შექმნილ შრომის უსაფრთხოების სახელმძღვანელოების კრებულს, რომელიც გახდება მათი სამაგიდო წიგნი მთელი კარიერის განმავლობაში;
    • წვდომას პირველ შრომის უსაფრთხოების პროგრამულ უზრუნველყოფაზე (software-ზე) – SafePRO – რომელიც მნიშვნელოვნად გაამარტივებს ორგანიზაციაში შრომის უსაფრთხოების მართვის პროცესს.

შრომის უსაფრთხოების კურსის შინაარსის შესახებ

 ტრენინგის ფარგლებში:

    • შეისწავლით შრომის უსაფრთხოების მართვის სისტემას და მისი ორგანიზაციებში დანერგვის მეთოდებს
    • შეისწავლით სამუშაოსთან დაკავშირებული საფრთხეების იდენტიფიკაციას, რისკების შეფასებასა და მართვას
    • გაერკვევით თქვენსა და მმართველობითი გუნდის პასუხისმგებლობებსა და ვალდებულებებში 
    • ისწავლით ინციდენტების მოკვლევის მეთოდოლოგიას და სტატისტიკური მაჩვენებლების ანალიზს
    • გაეცნობით ობიექტების ინსპექტირების პროცესს, მიიღებთ ინსპექტირების ფორმებს 
    • გაეცნობით და შეიძენთ შრომის უსაფრთხოების სპეციალისტისთვის აუცილებელ უნარ-ჩვევებს
    • გაეცნობით ჯანმრთელობისა და შრომის უსაფრთხოების სფეროში არსებულ თანამედროვე მიდგომებსა და საშუალებებს
    • შეისწავლით საქართველოში მოქმედი შრომის უსაფრთხოების ორგანული კანონისა და რელევანტური რეგლამენტების მოთხოვნებს
    • მიიღებთ პრაქტიკულ გამოცდილებას ხუთი სხვადასხვა ეკონომიკური საქმიანობის სფეროში
 

შრომის უსაფრთხოების ტრენინგი მოიცავს შემდეგ მოდულებს:

    1. შესავალი შრომის უსაფრთხოების მართვის საკითხებში
    2. საფრთხეების იდენტიფიცირება, რისკის შეფასება და მართვა
    3. საერთაშორისო სტანდარტები შრომის უსაფრთხოების სფეროში
    4. ტრენინგებისა და ინსტრუქტაჟების ჩატარების მეთოდები და მიმართულებები
    5. სპეციალური და განსაკუთრებული საჭიროებების მქონე დასაქმებულთათვის უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნა
    6. საწარმოო უბედური შემთხვევისა და ინციდენტის მოკვლევა – აღრიცხვა, რეგისტრაცია, ანგარიშგება
    7. პროფესიული დაავადებები – პროფესიული და პროფესიით განპირობებული დაავადებების კლასიფიკაცია, აღრიცხვა და კონტროლი
    1. საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი”
    2. „შრომის უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონი
    3. ეროვნული საკანონმდებლო რეგულაციები შრომის სამართლის მიმართულებით
    4. ელექტრო და სახანძრო უსაფრთხოება
    5. ქიმიური ნივთიერებების კლასიფიკაცია და უსაფრთხოების წესები
    6. საწარმოო სათავსების მიკროკლიმატისადმი წაყენებული ჰიგიენური მოთხოვნები
    7. ინდივიდუალური და კოლექტიური დაცვის საშუალებები
    8. შრომის ჰიგიენა: ქიმიური, ფიზიკური, ბიოლოგიური და ფსიქოსოციალური ფაქტორები; მზომი ხელსაწყოები და მათი გამოყენების პრაქტიკული უნარ-ჩვევები
    9. უსაფრთხოების ნიშნები და მონიშვნები სამუშაო სივრცეში
    10. გადაუდებელი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება; საევაკუაციო გეგმა
    11. გარემოსდაცვითი საკითხები შრომის უსაფრთხოების სფეროში
    12. ტვირთის გადატანა
    13. სიმაღლეზე მუშაობა
    14. აალებად და ფეთქებად ნივთიერებებთან მუშაობის სტანდარტები და წესები
    15. შრომის უსაფრთხოება მანქანა-დანადგარებთან, მოწყობილობებთან და სხვა სამუშაო ხელსაწყოებთან მუშაობისას
    16. პირველადი სამედიცინო დახმარება
    17. შრომის უსაფრთხოება სამშენებლო სექტორში
    18. შრომის უსაფრთხოება სამთომოპოვებით მრეწველობასა ან/და მძიმე დამამუშავებელ მრეწველობაში
    19. შრომის უსაფრთხოება მსუბუქ მრეწველობაში
    20. შრომის უსაფრთხოება მომსახურების/სერვისის სექტორში და საოფისე საქმიანობისას
    21. შრომის უსაფრთხოება სამედიცინო სფეროში

 

ვისთვისაა განკუთვნილი შრომის უსაფრთხოების აკრედიტირებული კურსი?

ეს გახლავთ ინოვაციური ფორმატისა და შინაარსის მქონე ინტერაქტიული კურსი, გამდიდრებული რეალური მაგალითებით და პრაქტიკული სავარჯიშოებით, რომელიც განკუთვნილია ბიზნესის ნებისმიერ სექტორსა და ნებისმიერ ინდუსტრიაში მომუშავე შუა და ზედა რგოლის მენეჯერებისა და ხელმძღვანელი პირებისათვის.

ჩვენი სერთიფიცირებული შრომის უსაფრთხოების ტრენინგი უკვე გავლილი აქვს არაერთ მსმენელს და მსხვილ ორგანიზაციას, მათ შორის შემდეგ დაწესებულებებს:

    • შრომის ინსპექციის სამსახური
    • თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექცია
    • GOGC – საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია
    • ენერგო-პრო
    • საქრუსენერგო
    • საქართველოს რკინიგზა
    • GWP და სხვა.

 

რას უნდა მოელოდეთ უსაფრთხოების კურსისგან?

იოლად გასაგებ და ადვილად დასამახსოვრებელ და საინტერესო მაგალითებს; ინტერაქტიულ ტესტებს და ცოცხალ დისკუსიებს, რეალურ შემთხვევებსა და ბიზნესში არსებულ პრობლემებზე დაფუძნებულ პრაქტიკულ სავარჯიშოებსა და დავალებებს; დამხმარე მასალას – კურსის სახელმძღვანელოს, კანონმდებლობის და რეგლამენტების დოკუმენტებს, “ჩეკლისტებს”, სხვადასხვა ფორმებისა და ცხრილების ნიმუშებს, რომლებიც სამსახურში აუცილებლად გამოგადგებათ.

ტრენინგის ფორმატი:

შრომის უსაფრთხოების ტრენინგი მიმდინარეობს ქართულ ენაზე, ყველა მასალა და საგამოცდო შეკითხვა არის ქართულად.

კურსი შედგება 2 ნაწილისგან – თეორიული და პრაქტიკული:

        • თეორიული სწავლება – 33 დღე, (133 აკადემიური საათი)
        • პრაქტიკული სწავლება 12 დღე (97 საათი)

 

თეორიული ნაწილი:  ჩატარდება ქ. თბილისში, შემდეგ მისამართზე:  გურამიშვილის გამზ. N 76, ევროპის უნივერსიტეტის შენობა.

მსმენელებს შესაძლებლობა ექნებათ, აირჩიონ შემდეგი ორი გრაფიკიდან ერთ-ერთი:

        • ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი 18:00 – 22:00 და კვირა 12:00 – 16:00, ან
        • სამშაბათი, ხუთშაბათი, შაბათი და კვირა 18:00 – 22:00

 

პრაქტიკული ნაწილი: თითოეულმა მსმენელმა შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პრაქტიკული უნარების გამომუშავების მიზნით, მინიმუმ 5 სხვა და სხვა სფეროს წარმომადგენელ კომპანიაში (სამშენებლო სფერო, სამედიცინო სფერო, მომსახურების სფერო, მსუბუქი და მძიმე მრეწველობა)  უნდა განახორციელოს სამუშაო ვიზიტები.  პრაქტიკის ობიექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია, ისევე როგორც პრაქტიკის განხორციელების ზუსტი განრიგი მსმენელებს გადაეცემათ თეორიული ნაწილის დასრულების შემდეგ.

შრომითი უსაფრთხოების კურსის ტრენერები ინსტრუქტორები:

დავით თხელიძე – NEBOSH (IGC); IOSH;  SSoW; BOHS; ISO 9001, ISO 14001, ISO 45001 Lead Auditor.

გამოცდილება: BP ბრიტიშ პეტროლიუმი: 15+ წელი – შრომის უსაფრთხოების მრჩეველი, SafCo: 7+ წელი – დამფუძნებელი და კონსულტანტი,  IOSH – ლიცენზირებული და აკრედიტებული წევრი/ტრენერი ტექნიკურ დონეზე.

თორნიკე თოდრია – NEBOSH (IGC); IOSH;  SSoW; BOHS; ISO 9001, ISO 14001, ISO 45001 Lead Auditor.

გამოცდილება: BP ბრიტიშ პეტროლიუმი: 7+ წელი – შრომის უსაფრთხოების მრჩეველი, SafCo: 7+ წელი – დამფუძნებელი და კონსულტანტი, CoSHO – შრომის უსაფრთხოების ორგანიზაციების კონფედერაციის პრეზიდენტი,  IOSH – ლიცენზირებული და აკრედიტებული წევრი/ტრენერი ტექნიკურ დონეზე.

გიორგი ბიბინეიშვილიIOSH; BE- Mining and Geoengineering;

გამოცდილება: საქართველოს ნავთობის და გაზის კორპორაცია: 4+ წელი – ნავთობის მოპოვების ინჟინერი, დეპარტამენტის უფროსის მოადგილე,
SafCo: 4+ წელი – შრომის უსაფრთხოების და გარემოს დაცვის მრჩეველი, ტრენერი, საქართველოს გაზსაცავის კომპანია: 3+ წელი, მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტის მენეჯერი.

 

 კურსის ღირებულება – 1800 ₾

გთხოვთ გაითვალისწინოთ, შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტებული პროგრამის მოცულობის, განხორციელების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ ბრძანების საფუძველზე, შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის ლიცენზიის მისაღებად, მსმენელი უნდა ფლობდეს  უმაღლესი ან პროფესიული სასწავლო დაწესებულების მიერ გაცემულ დიპლომს!

რეგისტრაციისთვის დააჭირეთ ყვითელ ღილაკს “ტრენინგზე რეგისტრაცია”

დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ნომერზე: +(995) 0322 830 221 თვალი ადევნეთ ჩვენს Facebook გვერდს, რათა არ გამოგრჩეთ შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სიახლეები.

მოგვწერეთ კითხვა

რეგისტრაცია

ტრენგიგზე რეგისტრაციისთვის ამოირჩეთ სასურველი სამართლებრივი პირი