რეგისტრაცია
ტრენგიგზე რეგისტრაციისთვის ამოირჩეთ სასურველი სამართლებრივი პირი
IOSH-ი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და გავლენიანი ჯანმრთელობის დაცვისა და შრომის უსაფრთხოების ტრენინგების საერთაშორისო ორგანიზაციაა. ის მსოფლიო ბაზრის ლიდერია და ყოველწლიურად 180,000-ზე მეტ ადამიანს ატრენინგებს ამ სფეროში.
ჩვენი შრომის უსაფრთხოების აკრედიტებული კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ თქვენ მოიპოვებთ პრესტიჟულ საერთაშორისო უვადო სერტიფიკატს, რომელსაც აღიარებს მსოფლიოს უამრავი ქვეყანა და ორგანიზაცია. ამ შრომის უსაფრთხოების სერტიფიკატის მქონე პირები საქართველოშიც უპირატესობით სარგებლობენ. ჩვენი კურსდამთავრებულების 90% ზე მეტი დასაქმებულია შრომის უსაფრთხოების განხრით.
ამას გარდა, SafCo-ში ყველა კურსდამთავრებული იღებს:
ტრენინგის ფარგლებში:
შრომის უსაფრთხოების ტრენინგი მოიცავს შემდეგ მოდულებს:
ვისთვისაა განკუთვნილი შრომის უსაფრთხოების აკრედიტირებული კურსი?
ეს გახლავთ ინოვაციური ფორმატისა და შინაარსის მქონე ინტერაქტიული კურსი, გამდიდრებული რეალური მაგალითებით და პრაქტიკული სავარჯიშოებით, რომელიც განკუთვნილია ბიზნესის ნებისმიერ სექტორსა და ნებისმიერ ინდუსტრიაში მომუშავე შუა და ზედა რგოლის მენეჯერებისა და ხელმძღვანელი პირებისათვის.
ჩვენი სერთიფიცირებული შრომის უსაფრთხოების ტრენინგი უკვე გავლილი აქვს არაერთ მსმენელს და მსხვილ ორგანიზაციას, მათ შორის შემდეგ დაწესებულებებს:
იოლად გასაგებ და ადვილად დასამახსოვრებელ და საინტერესო მაგალითებს; ინტერაქტიულ ტესტებს და ცოცხალ დისკუსიებს, რეალურ შემთხვევებსა და ბიზნესში არსებულ პრობლემებზე დაფუძნებულ პრაქტიკულ სავარჯიშოებსა და დავალებებს; დამხმარე მასალას – კურსის სახელმძღვანელოს, კანონმდებლობის და რეგლამენტების დოკუმენტებს, “ჩეკლისტებს”, სხვადასხვა ფორმებისა და ცხრილების ნიმუშებს, რომლებიც სამსახურში აუცილებლად გამოგადგებათ.
ტრენინგის ფორმატი:
შრომის უსაფრთხოების ტრენინგი მიმდინარეობს ქართულ ენაზე, ყველა მასალა და საგამოცდო შეკითხვა არის ქართულად.
კურსი შედგება 2 ნაწილისგან – თეორიული და პრაქტიკული:
თეორიული ნაწილი: ჩატარდება ქ. თბილისში, შემდეგ მისამართზე: ქეთევან დედოფლის N 16, საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის შენობა.
მსმენელებს შესაძლებლობა ექნებათ, აირჩიონ შემდეგი ორი გრაფიკიდან ერთ-ერთი:
თეორიული ნაწილის ბოლოს იწერება IOSH-ის საგამოცდო ტესტი.
პრაქტიკული ნაწილი: გაიმართება 2 კვირის განმავლობაში ყოველდღე დღის (სამუშაო) საათებში. თითოეულმა მსმენელმა შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პრაქტიკული უნარების გამომუშავების მიზნით, მინიმუმ 5 სხვა და სხვა სფეროს წარმომადგენელ კომპანიაში (სამშენებლო სფერო, სამედიცინო სფერო, მომსახურების სფერო, მსუბუქი და მძიმე მრეწველობა) უნდა განახორციელოს სამუშაო ვიზიტები. პრაქტიკის ობიექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია, ისევე როგორც პრაქტიკის განხორციელების ზუსტი განრიგი მსმენელებს გადაეცემათ თეორიული ნაწილის დასრულების შემდეგ.
დავით თხელიძე – NEBOSH (IGC); IOSH; SSoW; BOHS; ISO 9001, ISO 14001, ISO 45001 Lead Auditor.
გამოცდილება: BP ბრიტიშ პეტროლიუმი: 15+ წელი – შრომის უსაფრთხოების მრჩეველი, SafCo: 7+ წელი – დამფუძნებელი და კონსულტანტი, IOSH – ლიცენზირებული და აკრედიტებული წევრი/ტრენერი ტექნიკურ დონეზე.
თორნიკე თოდრია – NEBOSH (IGC); IOSH; SSoW; BOHS; ISO 9001, ISO 14001, ISO 45001 Lead Auditor.
გამოცდილება: BP ბრიტიშ პეტროლიუმი: 7+ წელი – შრომის უსაფრთხოების მრჩეველი, SafCo: 7+ წელი – დამფუძნებელი და კონსულტანტი, CoSHO – შრომის უსაფრთხოების ორგანიზაციების კონფედერაციის პრეზიდენტი, IOSH – ლიცენზირებული და აკრედიტებული წევრი/ტრენერი ტექნიკურ დონეზე.
გიორგი ბიბინეიშვილი – IOSH; BE- Mining and Geoengineering;
გამოცდილება: საქართველოს ნავთობის და გაზის კორპორაცია: 4+ წელი – ნავთობის მოპოვების ინჟინერი, დეპარტამენტის უფროსის მოადგილე,
SafCo: 4+ წელი – შრომის უსაფრთხოების და გარემოს დაცვის მრჩეველი, ტრენერი, საქართველოს გაზსაცავის კომპანია: 3+ წელი, მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტის მენეჯერი.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტებული პროგრამის მოცულობის, განხორციელების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ ბრძანების საფუძველზე, შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის ლიცენზიის მისაღებად, მსმენელი უნდა ფლობდეს უმაღლესი ან პროფესიული სასწავლო დაწესებულების მიერ გაცემულ დიპლომს!
რეგისტრაციისთვის დააჭირეთ ყვითელ ღილაკს “ტრენინგზე რეგისტრაცია”
დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ნომერზე: +(995) 0322 830 221 თვალი ადევნეთ ჩვენს Facebook გვერდს, რათა არ გამოგრჩეთ შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სიახლეები.
ტრენგიგზე რეგისტრაციისთვის ამოირჩეთ სასურველი სამართლებრივი პირი