
საკონსულტაციო და ტრენინგ მომსახურება
უსაფრთხო მომავლისკენ!
საფკოს გააჩნია საქართველოში პირველი და ერთადერთი შრომის უსაფრთხოების ტრენინგების ონლაინ პლატფორმა - www.academy.safco.ge
პლატფორმაზე არსებული რესურსები დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოიყენონ როგორც საკუთარი ცოდნის გასაღრმავებლად, ასევე თავიანთ კომპანიებში დასაქმებულთათვის კანონით და შრომის უსაფრთხოების მართვის სისტემებით მოთხოვნილი ტრენინგ კურსების ჩასატარებლად. შრომის უსაფრთხოების ყველა თემატიკის ტრენინგი უკვე მარტივად ხელმისაწვდომია!
საკონსულტაციო და ტრენინგ მომსახურება
უსაფრთხო მომავლისკენ!
ჩვენ ვართ დამოუკიდებელი ჯანმრთელობის დაცვის და შრომის უსაფრთხოების კომპანია, რომელიც დაკომპლექტებულია 15+ წლიანი საერთაშორისო გამოცდილების და სფეროს უმაღლესი სერტიფიცირების მქონე პერსონალით. ჩვენი კომპანია წარმოადგენს საერთაშორისო ორგანიზაციის IOSH (Institution of Occupational Safety & Health) ლიცენზირებულ პროვაიდერს. ჩვენ პარტნიორებს ვთავაზობთ შრომის უსაფრთხოების მრავალფეროვან მომსახურებას, რათა მათ დააკმაყოფილონ სახელმწიფო კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები, აამაღლონ უსაფრთხოების კულტურა საკუთარ კომპანიებში და მიაღწიონ საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს.
პირველ რიგში დაგჭირდებათ შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტებული პროგრამის შესახებ ბრძანების (01-25/ნ) მიხედვით წარმოებული უსაფრთხოების სასწავლო კურსი -ს გავლა და შესაბამისი სერტიფიკატის აღება. შრომის უსაფრთხოების სერთიფიკატის გამცემი ორგანიზაციების ორი ტიპი არსებობს – ლოკალური სერტიფიცირება და საერთაშორისო სერტიფიცირება. თუმცა, სერტიფიკატის აღება არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ ავტომატურად შრომის უსაფრთხოების ექსპერტი გახდებით. ამისთვის ცოდნის კიდევ უფრო გაღრმავება, გამოცდილების დაგროვება და გარკვეული უნარების გამომუშავება დაგჭირდებათ, რაც საშუალებას მოგცემთ მართოთ ორგანიზაციაში შრომის უსაფრთხოების პროცესები და გქონდეთ კარიერული წინსვლა.
დღეს მსოფლიოს მასშტაბით რამდენიმე მოწინავე შრომის უსაფრთხოების საერთაშორისო ორგანიზაცია აწარმოებს კურსებს და გასცემს შესაბამის სერტიფიკატებს. მათ შორისაა IOSH-ი, NEBOSH-ი, OSHA და ა.შ. ამ ორგანიზაციების მიერ წარმოებული კურსები გამოირჩევა მათი დახვეწილობით, მოქნილი მოდულებით და პრესტიჟულობით. მათი სერტიფიკატები მსოფლიოს უამრავი ქვეყნისა და ორგანიზაციის მიერ არის აღიარებული. საქართველოში IOSH-ის სერტიფიკატი უვადოდაა აღიარებული, რაც იმას ნიშნავს რომ სერტიფიკატის თავიდან აღება 3 წელში ერთხელ აღარ მოგიწევთ. კურსს სხვა უამრავი უპირატესობებიც აქვს.
ამ ეტაპზე საქართველოში გვაქვს ორგანული კანონი შრომის უსაფრთხოების შესახებ. რომელსაც უახლოეს მომავალში დაემატება კანონქვემდებარე და ნორმატიული აქტები (ჯამში 26 ცალი). ამ ნორმატიული აქტებისგან დღეს მოქმედია მხოლოდ ტექნიკური რეგლამენტი 477-ე სიმაღლეზე მუშაობის შესახებ. შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ყველა საკანონმდებლო აქტი შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.
პირველ რიგში ვახსენებთ იმას, რომ ცალკეული დოკუმენტების ქონა არ ნიშნავს ორგანიზაციაში შრომის უსაფრთხოების მართვის სისტემების დანერგვას. აუცილებელია ამ დოკუმენტების მოთხოვნების რეალობაში განხორციელება და შესრულების მუდმივი მონიტორინგი.
ამ ეტაპზე შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობა როგორც მინიმუმ შემდეგი დოკუმენტაციის ქონას ავალდებულებს კომპანიებს:
ა)შრომის უსაფრთხოების წარმომადგენლის აკრედიტებული კურსის გავლის სერტიფიკატი და მისი ობიექტზე დანიშვნის ბრძანება
ბ) შრომის უსაფრთხოების დოკუმენტები: პოლიტიკა და შრომის უსაფრთხოების პროცედურები
გ) რისკების შეფასების დოკუმენტი
დ) საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების დოკუმენტი
ე) პირველადი საბაზისო ტრენინგ კურსის გავლის დამადასტურებელი ხელმოწერილი დოკუმენტი
ვ) ყოველდღიური ინსტრუქტაჟის ფორმები
ზ) ბრძანება ალკოტესტის ჩატარებაზე პასუხიმგებელი პირის დანიშვნის შესახებ
თ) ინციდენტების მოკვლევის მეთოდოლოგია, ანგარიშგებული ინციდენტების ნუსხა და ჟურნალი
ი) თემატური ტრენინგების ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტი – სიმაღლეზე მუშაობა, საკიდელა პლატფორმაზე მუშაობა, ექსკავაცია, ა.შ.
კანონი იძლევა იმის უფლებას, რომ ნებისმიერმა ორგანიზაციამ დაიქირაოს შრომის უსაფრთხოების საკონსულტაციო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს შრომის უსაფრთხოების მართვის სისტემების დანერგვას, დოკუმენტაციის შემუშავებას, რეგულარულ მონიტორინგს, საჭირო გაზომვების ჩატარებას და სხვა ღონისძიებების წარმოებას. ასეთი კომპანიის დაქირავება არ არის შეზღუდული და არ განისაზღვრება დასაქმებული ადამიანების მიხედვით. მთავარია, რომ დაქირავებულმა კომპანიამ გამოყოს კანონით განსაზღვრული რაოდენობის შრომის უსაფრთხოების წარმომადგენლები და უზრუნველყოს პროცესების სათანადოდ მართვა.
შრომის უსაფრთხოების საკონსულტაციო კომპანია უნდა იდგეს მყარ ფუნდამენტზე, რაც მისი კვალიფიციური საერთაშორისო გამოცდილებით და სერტიფიცირებული კადრების მდგრადობაში გამოიხატება. კომპანიას უნდა შესწევდეს უნარი როგორც პროაქტიური ისე რეაქტრიური პროცესები მართოს და დანერგოს ბიზნესში და შესძლოს მათი შრომის უსაფრთხოების პროცესებთან ადაპტირება. მონაცემთა მოძიების და კონსოლიდირების, ხარისხის გადამოწმების და ფილტრაციის მეთოდით გამოკვეთოს ტრენდები და სუსტი არეალები, დაგეგმოს ეფექტური და რაციონალურად პრაქტიკული ღონისძიებები კლიენტის რესურსების არგუმენტირებული და გამართლებული პრაქტიკის საფუძველზე.
პასუხი ცალსახაა – უმნიშვნელოვანესი! რადგან კომპანიის მენეჯმენტის ჩართულობის გარეშე ვერ დადგება სასურველი შედეგი. მათ მინიმუმ ბაზისური ცოდნა მაინც უნდა გააჩნდეთ შრომის უსაფრთხოების სისტემებზე და მის ოპერირებაზე. მათი ადეკვატური ანალიზის და შეფასების უნარი განაპირობებს ამ მიმართულების ეფექტურობას. ბიზნეს შეხედულებების თანხვედრა შრომის უსაფრთხოების პრინციპებთან და მათი ჰარმონიზაცია არის გარანტი შედეგისა, რაც დასაქმებულების ჯანმრთელობის დაცვასა და სხვა პირდაპირი თუ არაპირდაპირი ხარჯების აცილებაში გამოიხატება. წარმატების მარტივი ფორმულაა: სწორი ადამიანები + სწორი პროცედურები = წარმატებას.
ტრენგიგზე რეგისტრაციისთვის ამოირჩეთ სასურველი სამართლებრივი პირი