პირველად საქართველოში, შპს „საფკო“ გთავაზობთ IOSH-ის მიერ ლიცენზირებულ სასწავლო კურსს მენეჯერებისთვის

"საფკო"-ს ჰყავს საერთაშორისო კვალიფიკაციისა და სერთიფიკატების მქონე ტრენერების ჯგუფი, ხანგრძლივი მუშაობისა და ტრენინგების ჩატარების გამოცდილებით. "საფკო"-ს მიერ წარმოდგენილი სასწავლო კურსები დაყრდნობილია საერთაშორისოდ აკრედიტირებულ ტრენინგებსა და მსოფლიოში მიღებულ საუკეთესო პრაქტიკაზე, თითოეული კურსი დეტალურად დამუშავებული და ადაპტირებულია ქვეყანაში არსებული ბაზრისთვის. კურსები გამდიდრებულია ვიდეო მასალებით, პრაქტიკული სავარჯიშოებით და ინტერაქტივით, მსმენელებს გააჩნიათ სრული თავისუფლება გამოხატონ მათი დამოკიდებულება ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით, გაიმართოს დისკუსია და არ დავტოვოთ არცერთი პასუხგაუცემელი კითხვა. თითოეული კურსის ბოლოს ტარდება ტესტირება საერთაშორისო სტანდარტებისა და პროტოკოლის დაცვით. წარმატებულ მსმენელებს გადაეცემათ შესაბამისი სერტიფიკატი
მშენებლობის უსაფრთხოება

სამიზნე ჯგუფი: ბიზნესის მმართველი გუნდი, სამუშაოების ზედამხედველები, კონკრეტული დარგების სპეციალისტები, შრომის უსაფრთხოების ოფიცრები, მომუშავე პერსონალი ყველა დონეზე.

ტრენინგის პათოსისამშენებლო სამუშაოების უსაფრთხო წარმოება შესაბამის უსაფრთხოების პროცედურებზე დაყრდნობით; ინსპექციის კითხვარების მომზადება; უსაფრთხო სამუშაო სისტემების დანერგვა და პრაქტიკაში გატარება; არსებული ლოკალური კანონმდებლობისა და საერთაშორისო პრაქტიკის გამოყენება

საკვების მომზადების და სამზარეულოს უსაფრთხოება
სამიზნე ჯგუფი: ბიზნესის მმართველი გუნდი, სამუშაოების ზედამხედველები, კონკრეტული დარგების სპეციალისტები, შრომის უსაფრთხოების ოფიცრები, მომუშავე პერსონალი ყველა დონეზე.

ტრენინგის პათოსი: საკვები პროდუქტების უსაფრთხო მომზადება შენახვა/დასაწყობება, ქიმიური ნივთიერებების უსაფრთხო გამოყენება და შენახვა, სამზარეულოს და მომსახურე პერსონალის უსაფრთხოება.
ჯანმრთელობის დაცვისა და შრომის უსაფრთხოების აუდიტის წარმოება
სამიზნე ჯგუფი: ბიზნესის მმართველი გუნდი, სამუშაოების ზედამხედველები, კონკრეტული დარგების სპეციალისტები, შრომის უსაფრთხოების ოფიცრები, მომუშავე პერსონალი ყველა დონეზე.

ტრენინგის პათოსი: შრომის უსაფრთხოების აუდიტის წარმოების მეთოდები და მისი უპირატესობების განხილბა; აუდიტის წარმოების 3 ეტაპი: 
1) წინასწარი მომზადება, 
2) უშუალოდ აუდიტის პროცესი, 
3) ნაპოვნი ხარვეზების აღრიცხვა, რეკომენდაციების შეთავაზება და აუდიტის ანგარიშის დოკუმენტის მომზადება;  
აუდიტირებული კომპანიის მმართველი გუნდისა აუდიტორების უფლება-მოვალეობები. 
სამუშაო ადგილზე არსებული საფრთხეები და კონტროლები
სამიზნე ჯგუფი: ბიზნესის მმართველი გუნდი, სამუშაოების ზედამხედველები, კონკრეტული დარგების სპეციალისტები, შრომის უსაფრთხოების ოფიცრები, მომუშავე პერსონალი ყველა დონეზე.

ტრენინგის პათოსი: ქიმიური, ბიოლოგიური, ფიზიკური საფრთეების პოვნა სამუშაო ადგილზე; მათი სწორად აღრიცხვის მეთოდები; საფრთხეების კონტროლის მექანიზმები და მათი სწორი დანერგვა. 
საწარმოო ინციდენტების გამოძიება
სამიზნე ჯგუფი: ბიზნესის მმართველი გუნდი, სამუშაოების ზედამხედველები, კონკრეტული დარგების სპეციალისტები, შრომის უსაფრთხოების ოფიცრები, მომუშავე პერსონალი ყველა დონეზე.
ტრენინგის პათოსი: საწარმოო ინციდენტების კლასიფიკაცია და ანგარიშგება, სტატისტიკის წარმოება და სამოქმედო გეგმების დასახვა. საერთაშორისო მეთოდებით ინციდენტების გამოძიება, უშუალო და სისტემური მიზეზები დადგენა,გამოსასწორებელი/მაკორექტირებელი გეგმების დასახვა და ანგარიშგება. სასწავლო გაკვეთილების წარმოება კომუნიკაცია.
რისკების შეფასება
სამიზნე ჯგუფი: ბიზნესის მმართველი გუნდი, სამუშაოების ზედამხედველები, კონკრეტული დარგების სპეციალისტები, შრომის უსაფრთხოების ოფიცრები, მომუშავე პერსონალი ყველა დონეზე.
ტრენინგის პათოსი: წარმოადგენს სართაშორისოდ აღიარებული ( საფრთხეების იდენტიფიცირების, რისკების შეფასების, პრიორიტეტებად გაწერის და შერჩეული კონტროლების) მეთოდების განხილვას და შესწავლას.
ჯანმრთელობის დაცვისა და შრომის უსაფრთხოების მართვის სისტემები
სამიზნე ჯგუფი: ბიზნესის მმართველი გუნდი, სამუშაოების ზედამხედველები, კონკრეტული დარგების სპეციალისტები, შრომის უსაფრთხოების ოფიცრები, მომუშავე პერსონალი ყველა დონეზე.
ტრენინგის პათოსი: განიხილავს ჯანმრთელობის დაცვის და შრომის უსაფრთხოების საფუძვლებს. ასაბუთებს შრომის უსაფრთხოების სისტემების აუცილებლობას და მათ ეფექტურ მართვას და სტრუქრურას.