სტანდარტები

დოკუმენტაცია

ჩვენ გთავაზობთ შემდეგი დოკუმენტაციის შექმნას თქვენი კომპანიისთვის: ჯანმრთელობის დაცვის და შრომის უსაფრთხოების პოლისი, ალკოჰოლისა და ნარკოტიკის მოხმარების აკრძალვის პოლისი. ასევე შემდეგი შრომის უსაფრთხოების სისტემის დოკუმენტებს: შრომის კონტროლი, შედუღების სამუშაოები, სიმაღლეზე მუშაობა, ამწეთი მუშაობა, მიწის გათხრის სამუშაოები, დახშულ სივრცეში მუშაობა, სამუშაოს რისკების შეფასება, საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების პროცედურა, ინციდენტის გამოძიების პროცედურა, დამცავი აღჭურვილობის პროცედურა და სხვა.

აუდიტები

SafCo გთავაზობთ შემოწმებების (ინსპექციების), რისკების შეფასების და აუდიტების ჩატარებას თქვენს სამუშაო ადგილზე, ასევე ძირითადი უსაფრთხოების ინდიკატორების ანგარიშგებას და რეკომენდაციების გაცემას. კომპანიებისთვის სამუშაოს უსაფრთხოების აუდიტების ჩატარება ყოველთვის ძალიან სასარგებლოა და წარმოადგენს პირველ ნაბიჯს კომპანიაში უკეთესი უსაფრთხოების კულტურის ჩამოყალიბებისკენ. მოთხოვნის შემთხვევაში, SafCo- ს ასევე შეუძლია ჩაატაროს ინციდენტის გამოძიება, დაადგინოს გამომწვევი მიზეზები და წარადგინოს ამომწურავი ანგარიში და რეკომენდაციები. ჩვენ ასევე გთავაზობთ ინციდენტების, სხეულის დაზიანებების, სამუშაო კაც-საათების და უსაფრთხოების კანონების დარღვევის ტენდენციების ანგარიშს და ანალიზს.

კანონმდებლობა

SafCo კარგად იცნობს ქართულ კანონმდებლობას და რეგულაციებს სამუშაოს უსაფრთხოების დარგში და ჩვენ შეგვიძლია დახმარება გაგიწიოთ ამ რეგულაციების დაცვასა და კომპანიის მათ შესაბამისობაში მოყვანაში. ამას გარდა, ჩვენ ასევე გთავაზობთ საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას, რათა თქვენი კომპანია მზად იყოს ევროპულ და ამერიკულ სტანდარტებთან მუშაობასა და მათ ბაზარზე გასასვლელად.

უსაფრთხოების სისტემები

SafCo გთავაზობთ უსაფრთხოების სისტემების, კერძოდ კი სახანძრო სისტემის გამართვას და მის მართვას:
1) სახანძრო სისტემის საჭიროების და ტიპის დადგენა;
2) სახანძრო სისტემის დიზაინი და აწყობა: ცეცხლმაქრები, კვამლის დეტექტორები, ჰიდრანტები;
3) სახანძრო სისტემის შენახვის და შეკეთების გეგმის შედგენა

ჩვენ ასევე გთავაზობთ ელექტრული უსაფრთხოების სისტემის შექმნას
1) უსაფრთხო ელექტრული დიზაინი
2) ელექტრო სადენების ინსტალაცია.

ჩვენ ასევე გთავაზობთ საშენი მასალის შემოწმებას და ყველაზე უსაფრთხო მასალის რეკომენდაციას.

უსაფრთხოების სისტემის მთლიანი გამართვა

SafCo გირჩევთ ჩვენი მთლიანი პაკეტის შეკვეთას, რომელიც მოიცავს:
- მთლიანი ბიზნესის რისკების შეფასებას.
- საჭირო ადამიანური რესურსის დაგეგმვას,
- რეგულარული შემოწმებების, აუდიტების დაგეგმვას,
- რეკომენდაციების და სამოქმედო გეგმის გაწერას,
- ხელმძღვანელებთან უსაფრთხოების შეხვედრების ჩატარებას,
- მუშებთან უსაფრთხოების შეხვედრების ჩატარებას.

ტრენინგები

SafCo გთავაზობთ ტრენინგებს საერთაშორისოდ აღიარებული პროვაიდერებისგან (OSHA). ასევე ტრენინგებს, რომლებიც ადაპტირებულია ლოკალური მარკეტისთვის. ჩვენ ასევე შეგვიძლია მოვერგოთ კლიენტის მოთხოვნებს და ორგანიზება გავუწიოთ საერთაშორისო ტრენინგ კომპანიების საქართველოში ჩამოსვლას და მოთხოვნილი სესიების ჩატარებას. დაწვრილებითი ინფორმაცია ტრენინგების შესახებ იხილეთ საიტის შესაბამის გვერდზე.