service

გრინჰილ რეზიდენსი

საფკო აწარმოებს გრინჰილ რეზიდენსის მშენებლობის პროცესის შრომის უსაფრთხოების ზედამხედველობას. ჩვენი სერტიფიცირებული და კვალიფიციური წარმომადგენელი მიმაგრებულია სამშენებლო პროცესზე და უზრუნველყობს სამუშაოების უსაფრთხო წარმართვას.

service

მინდელის მაღაროს შრომის უსაფრთხოების აუდიტი

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის დაკვეთით კომპანია საფკოს წარმომადგენლები ჩართულნი იყვნენ ტყიბულში მინდელის მაღაროში არსებული შრომის უსაფრთხოების პირობების ინსპექტირების პროცესში. აუდიტის ჯგუფი შედგენილი იყო გერმანული კომპანია DMT - ის კონსულტანტების, საფკოს წარმომადგენლებისა და სხვა ლოკალური ექსპერტებისგან. აუდიტი და მოხსენების მომზადება მიმდინარეობდა 5 კვირის განმავლობაში და მიზნად ისახავდა კომპანია საქნახშირში არსებული შრომის უსაფრთხოების სისტემის ხარვეზების გამოვლენას და გამოსასწორებელი რეკომენდაციების გაწერას.

service

პანორამა თბილისი

საფკო ანხორციელებს შრომის უსაფრთხოების კონსულტაციას და მართვის სისტემების დანერგვას თბილისში ამჟამად მიმდინარე ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ და მნიშვნელოვან პროექტზე - "პანორამა თბილისი." ჩვენი წარმომადგენლები უზრუნველყოფენ პროექტის პროცედურულ და დოკუმენტალურ გამართულობას, ყოველდღიურ ზედამხედველობას, ტრენინგების და ინსტრუქტაჟების ჩატარებას, რისკების შეფასებისა და ინციდენტების ანგარიშგების / მოკვლევის პროცესის მართვას და ა.შ. 

service

თბილისის განვითარების პროექტი

ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და საამაყო პროექტი გახლავთ კომპანია „ინ-სი“- სთან თანამშრომლობა და თბილისის განვითარების ფონდის მიერ წარმოებულ რამდენიმე უმნიშვნელოვანეს სამშენებლო და სარეაბილიტაციო პროექტში ჩართულობა. კომპანია „ინ-სი“ არის საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სამშენებლო კომპანია, რომელიც სხვა არსებულ პროექტებთან ერთად აქტიურად იღებს მონაწილეობას თბილისის ისტორიული უბნების სარეაბილიტაციო სამუშაოებში. მათი მენეჯმენტის ქვეშაა ისეთი ობიექტები, როგორიცაა „პანორამა თბილისი,“ გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაცია, ათონელის ქუჩის რეაბილიტაცია, მერსედესის ცენტრის მშენებლობა და ა.შ.

კომპანია „ინ-სი“-მ გამოგვიცხადა ნდობა, რომ მათთან ვაწარმოოთ შრომის უსაფრთხოების საკონსულტაციო საქმიანობა და კომპანიაში გავმართოთ ჯანმრთელობის დაცვისა და შრომის უსაფრთხოების მართვის სისტემა.

service

ენგურის ტურისტული ცენტრის სახანძრო უსაფრთხოება

საფკო ჩართულია ენგურის ტურისტული ცენტრის პროექტის დიზაინის შემუშავების პროცესში. კერძოდ, ჩვენი ჯგუფის წევრები სახანძრო უსაფრთხოების დარგში კონსულტაციას უწევენ ესტონურ არქიტექტორულ კომპანიას -  KOKO Architects - რომელიც პასუხისმგებელია ენგურის ტურისტული ცენტრის არქიტექტორული პროექტის შემუშავებაზე. ჩვენი კონსულტანტები ინტენსიურად მუშაობენ ესტონელ კოლეგებთან ერთად, აცნობენ მათ საქართველოში მოქმედ რელევანტურ კანონმდებლობას, ამოწმებენ სახანძრო უსაფრთხოების სისტემების ნახაზებს და უზრუნველყოფენ, რომ დიზაინი შეესაბამებოდეს საქართველოსა და საერთაშორისო სტანდარტებს.

service

საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი (GIG)

,,ჯი აი ჯი’’ ჯგუფთან თანამშრომლობის ფარგლებში ,,საფკო’’-ს თანამშრომლებმა აწარმოეს საინფორმაციო და გაცნობითი ხასიათის შეხვედრა  კომპანიის მმართველ გუნდთან და წარმოადგინეს შრომის უსაფრთხოების ძირითადი საფუძვლების პრეზენტაცია; გაუზიარეს გუნდს საწარმოო ინციდენტებით გამოწვეული ზარალის სტრუქტურა და პრევენციული ღონისძიებები; განიხილეს რისკების შეფასების აუცილებლობის მიზნობრიობა და უსაფრთხოების კულტურის დანერგვა-განვითარების გზების დასახვა. გუნდთან განხილული იქნა სამომავლო გეგმები და ღონისძიებები შრომის უსაფრთხოების სტრუქტურული თუ ადმინისტრაციული დივიზიების შექმნის მიზნით ,,ჯი აი ჯი’’-ს შვილობილ კომპანიებში. დაისახა სასწავლო კურსების ჩატარების გეგმები.

service

საგანგებო მდგომარეობებზე რეაგირების ტრეინინგი

საფკოს მიერ შემოთავაზებული მრავალრიცხოვანი ტრეინინგ პაკეტებიდან ერთ-ერთია საგანგებო მდგომარეობებზე რეაგირების სწავლება, რომელიც მოიცავს შრომის უსაფრთხოების საფუძვლებს, სამუშაო სივრცეებში არსებულ საფრთხეებსა და მათი კონტროლის მექანიზმებს, ცეცხლთან ბრძოლის მეთოდებს, საგანგებო მდგომარეობებზე რეაგირების გეგმის სპეციფიკას, სწორი ევაკუაციის მეთოდებს, თანამშრომელთა როლებს და მოვალეობებს. ეს ტრეინინგი განსაკუთრებულად აქტუალურია მომატებული საფრთხის შემცველი მრეწველობებისთვის, ასევე სასტუმროებისთვის, საკვები ობიექტებისთვის და კაზინოებისთვის.

საფკოს წარმომადგენლებმა ერთ-ერთი ასეთი ტრეინინგი ჩაუტარეს სასტუმრო „ბილტმორისა“ და კაზინო „ჯუილის“ თანამშრომლებს.

service

სიმაღლეზე მუშაობა და დამცავი სისტემები

კომპანია „საფკო“ რეგულარულად ატარებს ტრენინგს სიმაღლეზე უსაფრთხო მუშაობასა და მასთან ასოცირებული დამცავი საშუალებების შესახებ. ეს ტრენინგი განსაკუთრებულად აქტუალურია სამშენებლო და სამრეწველო ინდუსტრიებში, სადაც ხშირია სიმაღლეზე წარმოებული სამუშაოები და შესაბამისად მომატებულია რისკები. ერთ-ერთი ასეთი სესია ჩატარდა ლუდსახარშ „Global Beer Georgia”-ში, რომელიც აქტიურად ცდილობს კომპანიაში შრომის უსაფრთხოების სტანდარტების გაუმჯობესებას და საერთაშორისო სერთიფიცირების მოპოვებას. 

service

დაკიდებულ პლატფორმაზე უსაფრთხო მუშაობა

კომპანია ელიტა ბურჯ -თან თანამშრომლობის ფარგლებში ჩატარდა „დაკიდებულ პლატფორმაზე უსაფრთხო მუშაობის“ ტრენინგის ორი სესია. ტრენინგი ითვალისწინებდა თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობას, მოხდა სამშენებლო ობიექტზე გასვლა და დაკიდებული პლატფორმის უსაფრთხო ოპერირების ასპექტების განხილვა. მსმენელები გაეცნენ სართაშორისო და ადგილობრივ მოთხოვნებს. მსმენელებს დაურიგდათ შესაბამისი სერტიფიკატები.

service

შრომის პირობების მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამა

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტმა ქვეყანაში არსებული საკანონმდებლო ხარვეზის აღმოფხვრის, დამსაქმებელთა და დასაქმებულთა ცნობიერების ამაღლებისა და შრომითი უფლებების რეგულაციების მოწესრიგების  მიზნით დაიწყო ინტენსიური მუშაობა და 2015 წლის თებერვალში ჩამოაყალიბა ჯანმრთელობის დაცვისა და შრომის უსაფრთხოების მონიტორინგის სამსახური. ამ ეტაპზე ეს სამსახური 25 მონიტორითაა წარმოდგენილი. რომლებიც იკვლევენ და სწავლობენ შრომის უსაფრთხოების პირობებს საწარმოებში, აფასებენ არსებულ მდგომარეობას,

service

შრომის უსაფრთხოების საკანონმდებლო ბაზის შემუშავება და დანერგვა.

ჯანმრთელობის დაცვა და შრომის უსაფრთხოების ვალდებულება საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით აქვს ნაკისრი. ამ სფეროში სულ 26 დირექტივაა ეროვნულ კანონმდებლობაში გადმოსატანი. კომპანია ,,საფკო’’-ს და მის ჯამრთელობის დაცვის და შრომის უსაფრთხოების სპეციალისტებს დიდი წვლილი შეაქვთ ევროკავშირის მიერ წარმოდგენილ პროექტში: პროფესიული განათლებისა და დასაქმების რეფორმების ტექნიკური მხარდაჭერის პროექტი საქართველოში.